ფსიქოლოგია და ურთიერთობები

ფსიქოლოგია

პრაქტიკული ფსიქოლოგია

როგორ ვასწავლოთ ტვინს ბედნიერების აღქმა

როგორ ვასწავლოთ ტვინს ბედნიერების აღქმა

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ საკუთარ ტვინს იგრძნოს სიხარული და ბედნიერება! როგორც ჩანს ყველაფერი თქვენს ხელთაა. გაქვთ შესაძლებლობა აღიქვათ ცხოვრება და მოახდინოთ რეაგირება მის გამოვლინებებზე ისე როგორც თავად გსურთ. ნუ იჩქარებ თავიდანვე განეწყო სკეპტიკურად და იფიქრო არის ეს ასე თუ არა.

ადამიანის ტვინი რეგულარულად არის მომართული შეცდომების პოვნასა და ნეგატიური მომენტების ანალიზზე, ის ეჩვევა ასეთ რეჟიმში მუშაობას. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ იურისტები, აუდიტორები და სხვა მრავალი პროფესიის ადამიანები, რომელთა სამსახურიც გულისხმობს პრობლემების ძებნასა და გამოსწორებას, სამუშაოს დასრულების შემდეგადაც, 2/3- ჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან დეპრესიით. ეს ფაქტი და რეალობა ძალიან წამლავს ცხოვრებას, სურვილისამებრ ხომ ძალიან ადვილად ცუდის პოვნა ყველა მეორე ნაბიჯზეა შესაძლებელი.

 

საფეხურები

  1. 1
    ჰარვარდის უნივერსიტეტში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასწავლო საგნად მოიაზრება "მეცნიერება ბედნიერების შესახებ". რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს ჰარმონიის მიღწევა და შთაგონების პოვნა ცხოვრებაში. მეცნიერებმა დამტკიცეს, რომ ადამიანისთვის არც თუ ისე ბევრი რამ არის საჭირო იმისათვის, რომ თავი ბედნიერებად იგრძნოს. ასწავლეთ საკუთარ თავს ყველაფერი კარიგსა და პოზიტიურის შემჩნევა, მოძებნა და ამ ყველაფრისათვის მადლიერი ყოფნა. მხოლოდ სამი რამ, რიც გამოც იქნები მადლიერი გაგხდის შესამჩნევად ბედნიერს.
  2. 2
    გახსოვდეთ ყველაფერი კარგი და პოზიტიური, სასიხარულო მოვლენები ჩაიწერეთ რეგულარულად. ძალიან სასარგებლო პრაქტიკაა, თუ ძილის წინ დაწერთ, რა მოხდა ამ დღეს სასიხარულო და რისი მადლიერი ხართ და რატომ. მოხუცებს შედარებით ადვილად ავიწყდებათ ნეგატიური და ცუდი ინფორმაცია, ამიტომაც არის, რომ ადამიანები ასაკში, ბევრად ბრძენები და ჰარმონიულები არიან.

    თუ გჩვევიათ ყველაფრის მუქ ფერებში დანახვა და გაზვიადება, თქვენ დაგეხმარებათ ტექნიკა რომელიც გულისხმობს საკუთარი თავის შედარებას სხვებთან. თუ მთელი ცხოვრება გაჯერებდნენ, რომ შეჯიბრი და შედარება ცუდია, ნუ აღელდები, მთავარია სწორად მოახდინოთ შედარება იმ ადამიანებთან, ვისი ბედი და ცხოვრება ბევრად უარესად წარიმართა ვიდრე თქვენი. ეს მეთოდი დაგეხმარებათ გაძლიერდეთ მეტად, გაანალიზოთ, რომ რამდენ ადამიანთან შედარებთ თქვენ ბევრ რამეში გაგიმართლათ, მეტს მიაღწიეთ, რომ უფრო მეტის შექმნა და გაკეთება შეგიძლიათ, ეს გაგაძლიერებთ და მოტივაციას მოგცემთ.
  3. 3
    ხანდახან ცხოვრებაში ხდება მოვლენები, რომლებიც უკეთესი იყო არ მომხდარიყო. თუ გაწუხებთ წარსულის მოგონებები და თვლით თავს წარუმატებლად და "ლუზერად", ესეიგი რაღაც არ წავიდა ისე როგორც უნდა ყოფილიყო, ამიტომ სჯობს გაანალიზოთ ყველაფერი თავიდან. გაიხსენეთ ისტორია და აზრობრივად მოიგონეთ უკეთესი სცენარი როგორ გერჩივნათ ყველაფერი მომხდარიყო. ძალიან მალე, ის ტრამვა რომელიც იწვევს მტკივნეულ მოგონებებს და განცდებს დაიწყებს გაქრობას. სცადეთ, რატომაც არა?
    განეწყვეთ უკეთესისკენ, იყავით ოპტიმისტები! იყოთ ბედნიერები, თუ მუდამ წუხდეთ სხვადასხვა თემებზე - არჩევანი თქვენს ხელთაა !