
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- კომბოსტოს დიდი ფურცელი (4ც)
- ნიგოზი 150 გრ.
- ნიორი 2 კბილი
- ძმარი 20 გრ.
- ხმელი ქინძი 5 გრ.
- უცხო სუნელი 20 გრ.
- ყვითელი ყვავილი 5 გრ.
- სტაფილო 60 გრ.
- მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით
საფეხურები
- 1 კომბოსტოს ფურცლები მოწალეთ, გადაიღეთ საწურზე და გააციეთ.
- 2 ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანის წვრილ ბადეში. მოზილეთ მანამ, სანამ ნიგოზი არ გამოუშვებს ზეთს.
- 3 იმისთვის, რომ ზეთი გამოუვიდეს ადვილად, შეურიეთ ცოტა გადადუღებული წყალი, ნიორი და მარილი. ზეთი გადაიღეთ ცალკე ჭურჭელში.
- 4 ნიგოზში შეურიეთ სუნელები და მომზადებული მასა თანაბრად გადაანაწილეთ კომბოსტოს ფურცლებზე და წაუსვით.
- 5 თითოეულ კომბოსტოს ფურცელზე, მოათავსეთ მოხარშული სტაფილოს გრძლად დაჭრილი ნაჭრები.
- 6 კომბოსტოს ფურცლები გადაახვიეთ რულეტად, შეახვიეთ ალუმინის ქაღალდში ან სამზარეულოს ცელოფნის აპკში და 1 სთ. მოათავსეთ მაცივარში.
- 7 შემდეგ იგი უნდა დაიჭრას ბასრი დანით დიაგონალზე. რულეტს ასევე მოასხით ნიგვზის ზეთი.