როგორ გამოვიყენოთ ძველი სმარტფონი - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ ძველი სმარტფონი

მედია ფლეიერი ყველაზე უბრალო და იაფანიან სმარტონებსაც აქვთ ის ფუნქციები რაც სჭირდება ფლეიერს: მეხსიერების ბარათი ედგმება, კითხულობს ნებისმიერ ვიდეო და აუდიო ფაილების ფორმატებს Wi Fi, Bluetooth და სხვები. ერთი რაც დაგრჩენიათ, ჩადეთ მოწყობილობაში რაც შეიძლება დიდი ტევადობის მეხსიერების ბარათები, იყიდეთ კარგი ყურსასმენები და თქვენი ფლეიერი მზად არის. შეგიძიათ ასევე უსადენო ყურსასმენების გამოყენებაც Bluetooth-ის საშუალებით. თუ სმარტფონს აქვს კარგი ეკრანი, მისი გამოყენება შესძლებელია ვიდეოების ჩასაწერად და საყურებლად.

ელექტრონული წიგნი თანამედროვე მოწყობილობებისთვის არსებობს ბევრი აპლიკაცია, რაც აადვილებს კითხვასა და წიგნების დახარისხებას. ფუნქციონალით ისინი არაფრით ჩამოუვარდებიან ელექტრო წამკითხველებს. შეგიძლიათ ძველ სმარტფონში ჩაწეროთ საყვარელი და საინტერესო წიგნების ნაკრები, ხოლო არასაჭირო და ძველი ფაილები და აპლიკაციები წაშალეთ. ამის შემდეგ მოწყობილობა იმუშავებს უფრო ეფექტურად და სწრაფად. თუ ძალიან გატაცებული ხართ კითხვით, რათქმაუნდა გირჩევთ ელექტრო რიდერის შეძენას. მათი დამზადებისას ეკრანის ტექნოლოგია მიმართულია იმაზე რომ რაც შეიძლება ნაკლები დატვირთვა იყოს მხედეველობაზე. ტექსტი არის მაქსიმალურად კარგად აღქმადი.

Wi-Fi როუტერი უმეტესობა Android- ის სმარტფონებს შეუძლიათ მობილური ინტერნეტი Wi-Fi-ს სახით გახადონ ხელმისაწვდომი. თქვენ შეგიძლიათ Hop spot-ი გააკეთოთ. ანდაც თუ მოგიწევთ ისეთ ადგილას წასვლა, სადაც ინტერნეტი არ არის და თქვენს ლეპტოპს ან სხვამოწყობილობას 3G მხარდაჭერა არ აქვს, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ მეგაბაიტები და სმარტფონისა და USB კაბელის საშუალებით შეძლებთ გლობალურ ქსელთან დაკავშირებას.

სამოგზაურო გაჯეტი თუ დაინტერესებული ხართ ექსტრემალური ტურიზმით ან უბრალოდ გიყვართ მოგზაურობა თქვენი ძველი სმარტფონი შესაძლოა თქვენი ერთგული დამხმარე გახდეს. რუქები,GPS, კავშირი ეს ყველაფერი აქვს ძველ სმარტფონს. თქვენ შეგიძლიათ ახალი ძვირადღირებული მოწყობილობა შეინახოთ სახლში და დაბრუნებისას გამოიყენოთ სამოგზაუროთ კი ძველიც გამოდგება.

მაღვიძარა შეგიძლიათ მობილური ტელეფონი გამოიყენოთ მაღვიძარად, ასევე დროის დასანიშნად. შეგიძლიათ "რიმაინდერზე" დააყენოთ თქვენთვის საჭირო თარიღები და საჭირო დროს თქვენი ტელეფონი "შეგახსენებთ" .

ვებ და IP კამერა ძველი სმარტფონის გამოყენება როგორც სათვალთვალო კამერა, შესანიშნავი აზრია. არსებობს ბევრი აპლიკაცია,მაგალითად SmartCam.პროგრამას შეუძლია დაუკავშირდეს კომპიუტერს როგორც Bluetooth-ით ასევე IP-ითაც. გარკვეული დროის მანძილზე შეგეძებათ კიდეც ისეთ ადგილებში მოათავსოთ სმარტფონი და გადაიღოთ სადაც არ არის ელ-ენერგიის წყარო. რაც შეეხება ვებ-კამერას, თუ თქვენ არ გაქვთ ის ნაყიდი, არც დაგჭირდებათ მისი შეძენა. შეგიძლიათ სრულად ჩაანაცვლოთ ის სმარტფონის კამერით.მასში არის როგორც ფრონტალური ასევე ძირითადი კამერა და ასევე მიკროფონი.