ფინანსები და ეკონომიკა

ფინანსები

როგორ ვისარგებლოთ ლოიალურობის პროგრამით (vivus.ge)

როგორ ვისარგებლოთ ლოიალურობის პროგრამით (vivus.ge)

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

ქართულ ინტერენტ სივრცეში აქტიურად გამოჩნდნენ ონლაინ მიკრო საფინანსო კომპანიები. მათი რაოდენობა არც თუ ისე ცოტაა, ისინი გვთავაზობენ სხვადასხვა ტიპის პირობებს და შეღავათებს. ერთ-ერთი ყველაზე პირველი და ლიდერი ონლაინ მიკრო დაკრედიტების ბაზარზე არის vivus.ge. გაეცანით ინსტრუქციას სრულად და გაიგეთ თუ როგორ ისარგებლოთ vivus.ge-ს ლოიალურობის პროგრამით, რაც დაგეხმარებათ საჭირო დროს მიიღოთ საჭირო თანხა მაქსიმალურად სწრაფად, კომფორტულად და საუკეთესო პირობებით.

ლოიალურობის პროგრამა საშუალებას გაძლევთ ისარგებოთ უფრო დაბალი საკომისიოთი და მიიღოთ გაუმჯობესებული პირობები განმეორებით სესხებზე.

 

საფეხურები

  1. 1 თუ თქვენ სისტემატურად გჭირდებათ ხოლმე გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო თანხის სესხება ხელფასამდე, ონლაინ - მიკრო საფინანსო ორგანიზაციები გონივრული გადაწყვეტილებაა. მათი სიმრავლის გამო კი იბადება კითხვა, რომელი მათგანის მომსახურებით სჯობს სარგებლობა?

    იმ შემთხვევაში თუ თქვენ მომსახურების სისწრაფესა და სიმარტივეს ანიჭებთ უპირატესობას, ასევე ხელმისაწვდომ და გონივრულ საპროცენტო განაკვეთს, თქვენის ნებართვით დაგიზოგავთ დროს, გაგიმარტივებთ ბაზრის შესწავლას და გეტყვით რომ vivus.ge საუკეთესო არჩევანია თქვენთვის, ამის შემჩნევა კი ძალიან მარტივად არის შესაძლებელი.
  2. 2 პირველი სესხი 250 ლარამდე არის უფასო. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გისარგებლიათ vivus.ge-ს მომსახურებით, შეგიძლიათ აიღოთ სესხი 30 დღით სრულიად უფასოდ. თქვენ აბრუნებთ იმდენივე თანხას რამდენიც ისესხეთ, საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 0%-ს
  3. 3 ახალი მომხმარებლების გარდა (რომლებიც პირველად იღებენ სესხს), vivus.ge ზრუნავს თავის ერთგულ კლიენტებზეც და სთავაზობს ლოიალურობის პროგრამას. ეს კი ნიშნავს, რომ მეოთხე აღებული სესხის შემდეგ კომპანია კომპანია გჩუქნით 10, 15 და 20 პროცენტიან ფასდაკლებას სესხის საკომისიოზე.
  4. 4 ლოიალურობის პროგრამა შედგება სამი დონისგან :
    პირველი დონე - 10% ფასდაკლება
    მე-4 და მე-5 სესხის შემთხვევაში მიიღებთ 10% ფასდაკლებას სესხის საკომისიოზე
    მეორე დონე - 15% ფასდაკლება
    მე-6 სესხით სარგებლობისას მიიღებთ 15% ფასდაკლებას სესხის საკომისიოზე
    მესამე დონე - 20% ფასდაკლება
    მე-7 და შემდგომი სესხის აღების შემთხვევაში მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას სესხის საკომისიოზე.

    იმისთვის, რომ ჩაერთოთ ლოიალურობის პროგრამაში, საჭიროა თქვენი სესხები აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

    სესხის გამოყენების ვადა - მინიმუმ 14 დღე ;
    სესხის ჯამური მოცულობა - მინიმუმ 200 ლარი ;
    სესხებს შორის პერიოდი - არაუმეტეს 30 დღე სესხის დაფარვასა და განმეორებითი სესხის აღებას შორის;
  5. 5 როგორ მივიღოთ მონაწილეობა ლოიალურობის პროგრამაში?
    იმისთვის რომ შეძლოთ ლოიალურობის პროგრამის ფასდაკლებით სარგებლობა საჭიროა მინიმუმ 3 სესხი მაინც გქონდეთ აღებული, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს. მესამე სესხის დაფარვიდან 30 დღის განმავლობაში თუ აიღებთ მინიმუმ 200 ლარს, მინიმუმ 14 დღით თქვენ უკვე შეგეხებათ 10% -იანი ფასდაკლება სესხის საკომისიოზე.
  6. 6 თუ თქვენ მოხვდებით პროგრამის რომელიმე დონეზე, კომპანია ნებისმიერ თანხაზე შემოგთავაზებთ შესაბამის ფასდაკლებას, თუმცა თუ გსურთ შემდეგ დონეზე გადასვლა აუცილებელია თქვენმა სესხმა დააკმაყოფილოს პროგრამის ყველა პირობა: სესხის თანხა 200 ლარი და მეტი, სესხის გამოყენების ვადა 14 დღე და მეტი, სესხებს შორის პერიოდი არაუმეტეს 30 დღისა.
  7. 7 თუ თქვენ ვერ ახდენთ თანხის დროულად დაფარვას, შეგიძლიათ ისარგებლოთ სესხის გადავადების სერვისით, რაც არანაირად არ შეუშლის ხელს პროგრამის პირობების შენარჩუნებას. ეს ნიშნავს, რომ თუ მომხმარებელი სარგებლობს პირველი დონის 10 % -ანი ფასდაკლებით, შემდეგ გადაავადა სესხი 1 თვით, ხოლო შემდეგ დაფარა, განმეორებითი სესხის 30 დღის ვადაში აღების შემთხვევაში, მას შეეძლება გადავიდეს მეორე დონეზე და ისარგებლოს სესხის საკომისოზე 15 % ფასდაკლებით.

    მაგალითად: თუ თქვენ აიღეთ სესხი 1 კვირით, ხოლო შემდეგ გადაავადეთ კვლავ 1 კვირით, ანუ სესხის გამოყენების ვადამ შეადგინა 14 დღე, სესხი მოხვდება ლოიალურობის პროგრამაში და ჩაითვლება შემდეგ ეტაპზე გადასვლის წინაპირობად.

    ასევე, თუ თქვენ აიღეთ 100 ლარი 2 კვირის ვადით, ხოლო შემდგომ დაიმატეთ კვლავ 100 ლარი, ანუ ჯამურად აღებულმა თანხამ შეადგინა 200 ლარი, გამოყენების ვადამ კი 14 დღე, სესხი ჩაითვლება შემდეგ დონეზე გადასვლის წინაპირობად.
  8. 8 ზემოთ აღწერილი სიახლითა და ლოიალურობის პროგრამით, ნათლად ჩანს, თუ რამდენად დიდი უპირატესობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მუდმივად ერთ, ლიდერ ონლაინ-სესხების კომპანიასთან vivus.-ge-სთან თანამშრომლობას. თქვენ ზოგავთ საკომისიოს თანხას და დროს.

გაფრთხილებები

  • იმისათვის, რომ არ გაეთიშოთ ლოიალურობის პროგრამას არ უნდა გქონდეთ 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება სესხის დაფარვაზე.
  • მიღწეული დონე მომხმარებელს უნარჩუნდება 1 წლით.