როგორ დავიბრუნოთ ყოფილი შეყვარებული (გოგონებს) - rogor.ge

როგორ დავიბრუნოთ ყოფილი შეყვარებული (გოგონებს)

 

გაანალიზეთ თქვენი ურთიერთობები. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გაიგოთ დაშორების მიზეზები და გამოყოთ ყველაზე მთავარი. გაიხსენეთ თქვენი ქცევები და დამოკიდებულებები, რაში იყავით მართალი და რაში არა. აუცილებლად იყავით ობიექტურები. თუ დაშორების მიზეზი თქვენშია - გამოუტყდით თავს და არ დაიბნეთ! ახალი ურთიერთობა უნდა იყოს ნამდვილად ახალი, რაც გულისმობს, რომ არ უნდა იყოს წარსული წყენის გახსენება, გაუგებრობები და უპატივცემულობა.

 

გაიხსენეთ,როგორი იყავით, როცა მას თქვენ შეუყვარდით და იჩენდა ინიციატივას. სავრაუდოდ იქნებით ხალისიანი, პოზიტიური ლამაზი, იღიმოდით. თქვენ აძლევდით მას მოტივაციას, ეს კი კაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ ცუდადაც არ უნდა გრძნობდეთ თავს, ძალა დაატანეთ და მოუარეთ თავს და მუდმივად იმოძრავეთ და დაიხვეწეთ. იკითხეთ წიგნები, განაახლეთ გარდერობი, ჩაეწერეთ სპორტ დარბაზში.

 

მიეცით მას დრო ყველაფერი გადახარშოს. დაშორების შემდეგ მიეცით საშუალება დარჩეს საკუთარ თავთან, გაანალიზოს ყველაფერი და შეაფასოს სიტუაცია. ორმხრივი გრნძნობის შემთხვევაში ის მიხვდება რო მოენატრეთ და უჭირს თქვენს გარეშე, შეეცდება ურთიერთბის გამოსწორებას და ყველაფერს შეცდომას დააბრალებს. ასე რომ დაშრებისას მაშინვე ნუ შეაწუხებთ მას, მიეცით დრო და თუ მან ინიციატივა გამოიჩინა ნუ დაუკარგავთ მას მცდელობას.

 

უბრალოდ გქონდეთ ურთიერთობა.თუ ის დაშორების შემდეგ გარკვეული დრო არ გამოჩნდა, შეგიძლიათ დაამატოთ სოციალურ ქსელებში. მოიკითხეთ და ესაუბრეთ ზოგად თემებზე. არავითარ შემთხვევაში არ დაადანაშაულოთ და არ დაუწყოთ ხვეწნა რომ დაბრუნდეს. თავი გეჭიროთ სათანადოდ. ზოგადი საუბრისას შეგიძლიათ ახსენოთ, რომ გსურთ კინოში წასვლა, თეატრში ან თუნდაც სადმე გასეირნება. აგრძნობინეთ, რომ გსურთ მისი ნახვა, ოღონდ არა ხვეწნით და არც კატეგორიული მოთხოვნით.

 

თქვენ უნდა გამოიყურებოდეთ 100 % იდეალურად. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება გარეგნობას. ესტუმრეთ სალონს, გაიკეთეთ ვარცხნილობა, იზრუნეთ ფიგურაზე. დაშორების შემდეგ გამოგიჩნდებათ თავისუფალი დრო, რომელიც შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე საკუთარ თავის დახვეწას დაუთმოთ. ანახეთ ყველას, თქვენს ყოფილ ბიჭსაც რომ დაშრების შემდეგაც კი ვითარდებით, ლამადებით და აგრძელებთ ცხოვრებას ბედნიერებას. შერიგების მიზეზი არანაირად არ უნდა იყოს შეცოდება

 

ურთიერთობისას შეეცადეთ, რომ ბიჭი დაიყოლიოთ გულახდილ საუბარზე. უთხარით, რომ ნანობთ მასთან დაშორებაზე და დააკვირდით მის რექციას. როგორც წესი ორმხრივი გრძნობისას არ არის იმდენად რთული ყოფილის დაბრუნება. ასეთი სიტუაციის განმარტება მარტივია, თქვენ ორივეს გიყვართ ერთმანეთი და კარგად გრძნობთ თავს როცა ერთად ხართ, უბრალოდ სიძნელებიი წარმოიშვა გარკვეული დროით. თუ კაცს ძალიან მალე გადაუყვარდით, აქვე მოასწრო მცირე დროში თქვენი შემცვლელის პოვნა, დაფიქრდით კიდევ ერთხელ, ღირს თუ არა მისი დაბრუნება?