როგორ მოვიქცეთ Facebook-ის დავირუსებისას - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ Facebook-ის დავირუსებისას

 

შეცვალეთ პაროლი ფეისბუქის ზედა მარჯვენა მხარეს შენიშნავდით ლურჯ ისარს, რომელიც მიუთითებს ქვემოთა მიმართულებას. დააკლიკეთ მას და აირჩიეთ [u]Settings[/u]. თუ გიჭირთ პოვნა შეგიძლიათ გადახვიდეთ პირდაპირ ბმულზე https://www.facebook.com/settings. პაროლის ველზე დააკლიკეთ და შეცვალეთ ის ახლით. გაიმეორეთ ორჯერ ახალი პაროლი. შეცვლისას კი მიუთითეთ, რომ ყველა სხვა მოწყობილობიდან მოხდეს გამოსვლა. გაიარეთ ხელახლა ავტორიზაცია და გადადით შემდეგ საფეხურზე.

 

წაშალეთ ძველი უსარგებლო და უცნობი აპლიკაციები მარცხენა ველში დაბლა მენიუში იპოვეთ ღილაკი APPS. დააკლიკეთ მას. თუ ვერ ნახეთ გადადით ბმულზე https://www.facebook.com/settings?tab=applications. გახსნილ გვერდზე თქვენ ნახავთ ყველა აპლიკაციას, რომელსაც ოდესმე დაეთანხმეთ. გირჩევთ გაასუფთავოთ ყველა მათგანი სათითაოდ რომელსაც ვერ იხსენებთ, ან უსარგებლოა ძველი და არ იყენებთ. წაშლა მარტივად ხდება, მიიტანეთ მაუსი და დააკლიკეთ წაშლას, [u]Remove[/u].

 

მოშალეთ არსებული ვირუსები თქვენი Timeline-დან გადადით თქვენს Timeline-ზე და ყველა იმ პოსტს სადაც ხართ მონიშნული თქვენ, ან თქვენ გყავთ სხვები დათაგული მიუთითეთ Hide From Timeline, ქართულად კი იქნება დამალვა. ან მისცეთ წაშლა და პოსტი წაიშლება.

 

იმისათვის, რომ მომავალში თავიდან აიცილოთ უხერხულბა და დისკომფორტი სოციალური ქსელის გამოყენებისას, დაუკვირდით თუ რომელ აპლიკაციებს ეთანხმებით. ასევე რომელ ვებ-გვერდზე გადაყავხართ. აგრეთვე შესაძლებელია საერთოდ დაბლოკოთ აპლიკაციბის დაყენება და სხვადასხვა ვებ გვერდზებზე facebook-ით ავტორიზება. ამისთვის კი პლიკაციების გვერდზე, ქვემოთ იპოვეთ [u]Apps, Websites and Plugins[/u] უჯრა და Enable- შეცვალეთ Disable-თი. ამით თქვენს სოციალურ ქსელს რიგ ფუნქციებს მოაკლებთმ თუმცა უფრო დაცული იქნებით დავირუსებსგან.