როგორ შევარჩიოთ ხილისა და ბოსტნეულის საშრობი - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ხილისა და ბოსტნეულის საშრობი

 

ტევადობა ტევადობა განისაზღვრება "სართულების" მიხედვით, რომლებიც მოთავსებულია საშრობის შიგნით. მათი რაოდენობა შეიძლება იყოს -3დან 8-მდე. შესაბამისად, რაც მეტი პროდუქტის ერთდროულად გამოშრობასაც გეგმავთ, იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ ხელსაწყო.

 

სიმძლავრე ეს მაჩვენებელი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინაიდან მასზე პირდაპირაა დამოკიდებული მოწყობილოვის მუშაობის ხარისხი და სისწრაფე. ოპტიმალური სიმძლავრე მერყეობს 350-450 ვატამდე.

 

გამაცხელებელი ელემენტი და მისი ადგილმდებარეობა უმჯობესია, რომ ასეთი ელემენტი მდებარეობდეს ზედა ნაწილში. ასეთი შემთხვევაში მოწყობილობაში არ მოხვდება დამატებითი ტენი, ხოლო მისი მუშაობის განგრძლივობა ამის შედეგად გაორმაგდება.

 

უსაფრთხოება უკიდურესად სასურველია, რომ ხილისა და ბოსტნეულის საშრობს ჰქონდეს ავტომატური ჩართვის ფუნქცია, იგი ძალიან მოსახერხებელია ძაბვის ცვლილებებისა და აპარატის გადახურების შემთხვევებში.

 

კორპუსის მატერია ხილისა და ბოსტნეულის საშრობები შეიძლება დამზადებული იყოს როგორც პლასტმასის, ასევე მეტალისაგან. პირველი ვარიანტი უფრო მსუბუქია, ამიტომაც მათთვის ადგილის შეცვლა მოსახერხებელია. გარდა ამისა, მეტალის კორპუსი გაშრობის პროცესში შეიძლება გადახურდეს, რაც გამოიწვევს პროდუქტების არათანაბარ გამოშრობას. მას შემდეგ, რაც გააკეთებთ არჩევანს და ჩამოყალიბდებით აპარატის ძირითად მონაცემებთან დაკავშირებით, არ დაგავიწყდეთ ყურადღების მიქცევა კვების წყაროსთვის. დაინტერესდით თუ როგორ ხდება კვების სადენის შენახვა, აქვს თუ არა მოწყობილობას ამისათვის საჭირო განყოფილება.