როგორ დავიმახსოვროთ გრძელი ტექსტი სიტყვით გამოსვლისას - rogor.ge

როგორ დავიმახსოვროთ გრძელი ტექსტი სიტყვით გამოსვლისას

 

მას შემდეგ რაც მზად გექნებათ ტექსტი და შეჯამდებით საბოლოო ვარიანტზე, წაიკითხეთ ის რამდენჯერმე გამოთქმით. შეეცადეთ ფურცლის გარეშეც სცადოთ. ნუ ჩაიჭყიტებით ტექსტში, ავარჯიშეთ ტვინი და აუძილეთ გაიხსენოს დამოუკიდებლად. როცა მორჩებით ხმამაღლა წაიკითხეთ ისევ ფურცლიდან სრულად, შემდეგ გადადეთ ქაღალდი და ზეპირად თქვით ჩახედვის გარეშე.

 

იმუშავეთ ინტონაციაზეც. ნუ წამოწვებით და ნუ დაჯდებით. წამოდექით ფეხზე და ისე თქვით, როგორც ეს მოგიწევთ პუბლიკის წინ, არ მოეშვათ, იყავით მობილიზებული. არ შეუქმნათ თავს კომფორტი, ამან შესაძლოა შემდეგში შეგაფერხოთ. როცა შეატყობთ, რომ ტექსტს უშეცდომოთ ამბობთ, შეისვენეთ და ყოველ საათში ერთხელ კვლავ ზეპირად გაიმეორეთ.

 

საფუძვლიანად შეისწავლეთ ის თემები, რაზეც მოგიწევთ საუბარი. იმ შემთხვევაშიც კი თუ არ გეგმავთ კითხვებზე პასუხს. როცა ჩახედული ხართ იმ თემაში რაზეც საუბრობთ, შეგეძლებათ იმპროვიზაციაც. შეეცადეთ გამოიყენოთ ასოციაციური მეხსიერება. თუ ტექტის ნაწილში ვერ იმახსოვრებთ რამეს, პარელელი გაავლეთ და დააკავშირეთ იმ თემაზე რაც უკვე კარგად იცით. ეს გამოგადგებათ განსაკუთრებით ფაქტების მოყვანისას. თუ დაგავიწყდებათ ტექსტი, მოიგონეთ თქვენი ასოციაცია და ის ავტომატურად მოგიტივტივდებათ თავში ის რაზეც უნდა გელაპარაკათ.

 

ტექსტის დამასოვრებისას შეეცადეთ წარმოიგინოთ ვიზუალურად რაზეც საუბრობთ. ნათლად უნდა ხედავდეთ და აღიქვამდეთ თქვენ ტექტს. თუ საუბრობთ რამე საჭმელზე, უნდა აღიქვამდეთ მის გემოს, სუნს, როგორ კეთდება, რა ქვია, ამგვარად თქვენ იმახსვორებთ ყველა გრძნობის ორგანოთი, აღდგენასაც მარტივად შეძლებთ.

 

გრძელი ტექსტის დამახსოვრებისას ის აუცილებლად დაყავით ის ნაწილებლად. მცირე გეგმა შექმენით, მაგ: გააკეთეთ, მისალმება, თემის გახსნა, განვრცობა, პარალელების გავლება, თქვენი აზრი და დამშვიდობება. მაგ მისალმება შეგიძლიათ დაყოთ ქვენაწილებად,ვის ესალმებით, ვინ გსურთ გამოყოთ განსაკუთრებთ. ასევე თემები და პრობლემატიკა რაზეც მოგიწევთ საუბარი შეგიძლიათ დანომროთ, მაგ 5 საკითხი, თითოს დაუთმოთ ორი წუთი. დაყავით ძირითად და ქვენაწილებად.

 

ძილის წინ აუცილებლად წაიკითხეთ ტექსტი კიდევ ერთხელ და შემდეგ კი გაიმეორეთ. მოყოლის შემდეგ კვლავ წაიკითხეთ და დარწმნდით, რომ სწორად მიყვებით სიტყვის ქრონოლოგიას.