როგორ მივაღწიოთ მიზნებს დროის 20 წუთით დაყოფით - rogor.ge

როგორ მივაღწიოთ მიზნებს დროის 20 წუთით დაყოფით

 

დაუთმე დღეში ოცი წუთი სპორტს და ფიზიკურ აქტივობას, აღარ ინერვიულებ ჯანმრთელობის პრობლემებზე.

 

დაუთმე დღეში ოცი წუთი სახლის დალაგებას და აღარ შეგაწუხებს უწესრიგობა და არეულობა.

 

გამოყავი დღეში ოცი წუთი კონცენტრაციის ამაღლებისათვის და შემოქმედებითი კრიზისი აღარასდროს შეგაწუხბეს. იმუშავე საკუთარ თავზე.

 

გამონახე დღეში ოცი წუთი მეუღლის მოსასმენად, გაცვალეთ აზრები და გრძნობები, ამის შემდეგ აღარ გექნება სადრდებელი ურთიერთობის შენარჩუნება-სიჯანსაღეზე.

 

დაუთმე დღეში ოცი წუთი საკუთარი თავის მოსმენას, პირადი ჩანაწერების გაკეთება და ძველი ჩანაწერების ანალიზი მოგცემს საშუალებას რეალურად შეაფასო საკუთარი თავი და საქმიანობა.

 

გამოყავი დღეში ოცი წუთი ახალი სტაბილური შემოსავლის წყაროს მოსაფიქრებლად, დასაგეგმად და შესაქმნელად, ამის განხორციელების შემთხვევაში იქნები ფინანსურად უზრუნველყოფილი.

 

გამონახე დღეში ოცი წუთი დასვენებისათვის (მედიტაცია რელაქსაციისთვის) და დაგავიწყდება, რა არის დაღლილობა. ეს კი მოგცემს საშუალებას ენერგიით და ხალისით გადაჭრა სხვა ყოფითი პრობლემები

 

დაუთმე დღეში ოცი წუთი სასარგებლო წიგნის კითხვას და აუცილებლად გახდები ექსპერტი. იყავი ინფორმატურლი, ყოველ დღე 20 წუთის მანძილზე რამე ახალი გაიგე, შეიმეცნე და გაიაზრე.

 

თუ ჩვევაში გაქვთ ყველაფრის მომავალ დღისთვის გადადება, ეს წესი დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ სიზარმაცისგან. დღეში ოცი წუთის გამოყოფით ისეთი საქმისათვისაც კი, რომელიც არ გიყვართ სავსებით შესაძლებელია,ეს კი გაგიზრდით წარმატების შანსს ნებისმიერ თქვენს წამოწყებაში. საკმარისია მხოლოდ დაიწყოთ, სტაბილურად მიყვეთ გეგმას და უდიდესი მიღწევები გელით წინ, ისეთიც კი რომელიც ახლა არც კი წარმოგიდგენიათ. იყავით დისციპლინირებული, გჯეროდეთ საკუთარი თავის და წარმატებაც არ დააყოვნებს!