
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- პრასი 500 გრ.
- ნიგოზი 100 გრ.
- ხმელი ქინძი 5 გრ.
- უცხო სუნელი 10 გრ.
- ყვითელი ყვავილი 10 გრ.
- წითელი წიწაკა გემოვნებით
- ძმარი 1 ჩ.კ.
- ნიორი 3 კბილი
- მარილი გემოვნებით
- ბროწეული 1 ცალი პატარა ზომის
საფეხურები
- 1 გარეცხეთ პრასი. პრასის ფოთლების ძირში, როგორც წესი, გროვდება მიწა.
- 2 იმისთვის, რომ პრასი კარგად გაირეცხოს, გამდინარე წყალში დასერეთ ის ჯვარისებრ თეთრი ნაწილიდან დაბოლოებების მიმართულებით.
- 3 მოათავსეთ მთლიანად ადუღებულ წყალში და მოხარშეთ კარგად.
- 4 მოხარშული პრასი გადაიღეთ საწურზე და გააცივეთ.
- 5 შემდეგ დაძენძეთ სიგრძეში.
- 6 ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, დაამატეთ სანელებლები და გახეხილი ან დანაყული ნიორი. კარგად გადაზილეთ ნიგვზის მასა, დაამატეთ ძმარი და ცოტაოდენი გადადუღებული წყალი.
- 7 ნიგვზის შეკაზმული მასა გადაუსვით პრასს, შეახვიეთ ის სპირალისებურად და მიეცით ბუდეების ფორმა.
- 8 და ბოლოს პრასის ბუდეებში მოათავსეთ ბროწეულის მარცვლები.