როგორ დავეცეთ სწორად თხილიმურებითა და სნოუბორდით სრიალისას (დამწყებთათვის) - rogor.ge

როგორ დავეცეთ სწორად თხილიმურებითა და სნოუბორდით სრიალისას (დამწყებთათვის)

პროფესიონალი მოთხილამურეების და სნოუბორდისტების საქმიანობაც ხანდახან მთავრდება ტრამვებით, რომ აღარაფერი ვთქვათ დამწყებებზე და მოყვარულებზე, ასე რომ სახალისო დროს შესაძლოა თან ახლდეს დაჭიმულობა, მცირე დაზიანებებით, თუმცა აგრეთვე ხშირად ახალბედა ზამთრის სპორტის მოყვარეულები აღმოჩნდებიან მედ პუნქტებში, ზოგჯერ თავის დაზიანებებითა და მოტეხილობებითაც. დაცემა შესაძლოა გამოიწვიოს არასწორმა აღჭურვილობამ -"ეკიპიროვკამ", დაბრკოლებამ სასრიალო გზაზე, შეჯახებამ, ან უბრალოდ ფეხსაცმელზე ზონარის არასწორად შეკვრამ.

როგორ დავეცეთ სწორად თხილამურებით სრიალისას თხილამურების სამაგრები უნდა იყოს დარეგულირებული პროფესიონალის მიერ. ძალიან მოჭერილი არ შეიხსნება დაცემისას, ასეთ შემთხვევაში კი ფეხის მოტეხვის რისკი გაიზრდება,შესაძლებელია თხილამურის თავზე ან სხეულის სხვა ნაწილზე მოხვედრა. თუ სამაგრი ზედმეტად მოშვებულია, თხილამური შეიძლება გაძვრეს დაშვების დროს, მასაც ხშირად ახლავს ტრამვები. აუცილებელია გეცვათ სრული დამცავი კომპლექტი - თავისა და მუხლების დამცავით, ასევე სპეციალური სამაგრები თეძოებზე. თუმცა სრული აღჭურვილობის შემთხვევაშიც კი, როდესაც ეცემით აუცილებელია თავი დაიჭიროთ ხელებით, რომ არ დაუშვათ ძლიერი დარტყმა წაქცევისას. დაშვებისას აკონტროლეთ სისწრაფე, არ დაქანდეთ ძალიან სწრაფად. დამწყებებისთვის არ არის რეკომენდირებული დაშვება მაღალი მთებიდან. დაცემა უნდა მოახერხოთ სწორად. სათხილამურო ჯოხები უნდა გადაყაროთ რაც შეიძლება შორს, ხელები მჭიდროდ შემოხვიოთ სხეულს, არავითარ შემთხვევაში წინ არ გაშალოთ და წინ არ მიმართოთ, როგორც როგოც ამას ჩვეულებრივ აკეთებთ ხოლმე.

როგორ დავეცეთ სწორად სნოუბორდით სრიალისას სნოუბორდისტები მთიდან ეშვებიან გვერდულად, ძირითადი დატვირთვა კი როგორც წესი წინა საყრდენ ფეხზე მოდის. დაცემისასაც მთელი დარტყმა მასზეა და ხერხემალზე, ამიტომაც უმჯობესია თუ მოახერხებთ მობრუნებას, მოხრას და ემბრიონის პოზას მიიღებთ. დაფიდან წაქცევას გადაგარჩეთ ელემენტალური ყურადღება სასრუალო გზაზე. მოსახევევებში დააკვირდით, მიმოიხედეთ არის თუ არა რისკი იმისა, რომ სხვა სპორტცმენს ჩაუჭრათ გზა ან შეეჯახოთ. გაჩერებით აუცილებლად უნდა გაჩერდეთ სახით კლდისკენ, რადგან დარწმუნდეთ, რომ თქვენს უკან ვიღაც სხვა არ მოგყვებათ სრიალით. თუ დასვენება გადაწყვიტეთ, შეისვენეთ გზის კუთხეში, შეეცადეთ ხელი არ შეუშალოთ სხვებს. წამყვანი ფეხი უნდა იყოს დაფიქსირებული დაფაზე სპეციალური სამაგრით, როელიც არ მიცემს ფეხს საშალებას რომ იმოძრაოს დაშვებისას. ამგვარად მეტი კონტროლი გექნებათ დაფაზე.