როგორ მოვიქცეთ ბუნებრივი აირის (გაზის) გაჟონვის შემთხვევაში - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ ბუნებრივი აირის (გაზის) გაჟონვის შემთხვევაში

 

თუ სადარბაზოს კიბეებზე შენიშნეთ ბუნებრივი აირის სუნი, აუციებლად მოახდინეთ ამ ფაქტზე რეაგირება, უთხარით მეზობლებსაც და ერთობრილად შეეცადეთ იპოვოთ გაჟონვის წყარო. გაჟონვა შეიძლება ასევე იყოს რომელიმე ბინაში არასწორად დამონტაჟებული მოწყობილობიდან (მაგ გაზის ქურა ან "ბალონი"). შეეცადეთ გაიგოთ სად არის გაზის სუნი. მოწყობილობის პოვნის შემდეგ კი გამოცვალეთ ის ან დაზიანება შეაკეთეთ.

 

თუ გაზის სუნი ძალიან მძაფრია, გაჟონვაც მაშტაბურია და ვერ იპოვეთ წყარო, აუცილებელია სამაშველო სამსახურის გამოძახება. სახანძრო-სამაშველო ჯგუფის გამოძახება ხდება 112 ნომერზე დარეკვით. მეზობლებს დაუძახეთ და დაეხმარეთ ბავშვებისა და მოხუცების გამოყვანაში.

 

გახსენით ფანჯრები და კარებები, აუცილებელია დახურული სივრცის განიავება. არ შეიძლება ცეცხლის გამოყენება ან ისეთი ნივთების რომლებსაც შეუძლიათ ნაპერწკლის წარმოქმნა. ასეთი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ელექტრო ენერგიის ჩამრთველი, მაგ, შუქის. მაშველებს და სახანძროს წარმომადგენლებს უთხარით აირის გაჟონვის მიზეზი და ადგილი რაგან დროულად მოახერხონ დაზიანების შეკეთება. გაუფრთხილდით სახლს და მაცხოვრებლებს, არ დატოვოთ ყურადღების გარეშე ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტი.