როგორ მოვიქცეთ თუ ელემენტი მალე ჯდება Android-ის სმარტფონზე - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ თუ ელემენტი მალე ჯდება Android-ის სმარტფონზე

 

პირველ რიგში დაიწყეთ უკაბელო კავშირიდან Беспроводные сети, იგივე wireless and networks. შეამოწმეთ ჩართულია თუ არა ისეთი მოწყობილობები როგორიც არის Wi-Fi,Bluetooth ან GPRS. ყველაზე მეტად ისინი მოიხმარენ ენერგიას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოცემულ მომენტში არ გჭირდებათ მათი გამოყენება, გათიშეთ ისინი. ბევრს მუდმიად ჩართული აქვს Bluetooth, მისი ჩართვა კი რეკომენდებულია მხოლოდ საჭიროების დროს, როცა აპირებთ მონაცემების ფაილების, სურათების ან მუსიკის გადატანას. თუ იმყოფებით ისეთ ადგილას სადაც არ არის ინტერნეტი და Wi-Fi, ის უნდა გათიშოთ, რადგან მოწყობილობა მუდმივად ეძებს შესაძლო წყაროს რომ დაუკავშირდეს მას, ეს კი ელემენტს უმცირებს სიცოცხლის განგრძლივობას. ასევე თუ იმყოფებით ისეთ ადგილას სადაც არ იჭერს 3G, გადაიყვანეთ სისტემა 2G-ზე.

 

გეოლოკაცია და GPS მოიხმარს დიდი რაოდენობით კვების წყაროს. ასე რომ ისინი ჩართეთ მხოლოდ მაშინ როცა მათი საჭიროება აუცილებელია. მისი გამორთვა კი მარტივად შეიძლება.

 

ახლა დროა გადავიდეთ დისპლეის მიერ გამოყენებადი ენერგიის კონტროლზე. მასზეც არის დამოკიდებული ელემენტის გამძლეობა. ეკრანის ოფციებიდან შეცვალეთ სიკაშკაშე (яркость ,Brightness), დააყენეთ ის 30-40%-ზე თუ ატყობთ, რომ ვერ ახერხებთ ახლო მომავალში ტელეფონის დატენვას, შეგიძლიათ ის უფრო დაბალნიშნულზე დაიყვანოთ. დისპლეის პარამეტრებში ასევე აუცილებელია ეკრანის აქტიურბის დროის შეცვლა, მაგ თუ მობილურში არაფერს არ აკეთებთ და ის პასიურ მდგომარეობაში მისი ეკრანი რომჩაქვრეს 10 წამში ან 20 ში. ნუ დააყენებთ 30 წამზე მეტს. ტელეფონი უმოქმედობის დროს "ძილის რეჟიმში" უნდა გადავიდეს.

 

დაინსტალირებული აპლიკაციებიც იყენებენ ენერგიას. ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებს ჰგონიათ, რომ დახურეს და გათიშეს აპლიკაცია, თუმცა უმეტესს შემთხვევაში ისინი ფონურ, პასიურ რეჟიმში მაინც აგრძელებენ მუშაობას და ცლიან ელემენტს. გადახედეთ თქვენი აქლიკაციების სიას, მოშალეთ არასაჭირო (რასაც დიდი ხნის მანძილზე არ იყენებთ). ასევე აკონტროლეთ, რომ გათიშოთ და არ "ჩაკეცოთ" უბრალოდ ისინი.

 

Google Play-დან შეგიძლიათ გადმოწეროთ სრულიად უფასოდ აპლიკაცი სახელად Battery Doctor. მასზე რამდენიმე დაკლიკებით არის შესაძლებელი მოახდინოთ ენერგიის ხარჯვის "ოპტიმიზირება". პროგრამა ასევე ეკრანის სიკაშკაშის , უსადენო ქსელის კონტროლის, ზარის ხმის, ტელფონის ვიბრაციის და სხვა მრავალი ფუნქციის რეგულირების საშუალებას გაძლევთ. დამეტებით კი შეგიძლიათ მუდმივად აკონტროლოთ ზუსტად რამდენ პროცენტზეა ეკემენტის ენერგია და რამდენი ხანი გეყოფათ ის.