როგორ შევარჩიოთ ზამთრის საბურავები - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ზამთრის საბურავები

 

შიპირებული რეზინის საბურავი - იქმნება მაქსიმალური მოჭდულობა მოცურებად გზაზე, გსანსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. - ოპტიმალური ვარიანტად ითვლება კვადრატის ფორმის შიპის გამოყენება - გზის საფართან დამატებითი კონტაქტი აქვს. - "შიპოვკა" სამუხრუჭე სისტემის დანამატია, ის მას ხდის უფრო ეფექტურს და საიმედოს. - არ არის რეკომენდირებული "შიპოვკის" საკუთარი ხელით გაკეთება, რადგან ასეთ დროს მანქანა შესაძლოა უმართავი გახდეს (რთულად განსაზღვრელი ხდება მანევრი). ეს საქმე უნდა გააკეთოს სპეციალისტმა. - შიპები ძალიან მალე იცვითება. - ზიანდება სავალი გზის ზედაპირი.

 

არა შიპირებული ზამთრის რეზინის საბურავი. - გამოიყენება დათოვლილ რაიონებში. ქალაქგარეთ სოფლის ტიპის დასახლებებში. ასევე თოვლისგან გასუფთავებულ ადგილებში სადაც არ არის ლიპი. - ბევრად ეფექტურია აჩქარებისას და დამუხრუჭებისასაც. - ჩაღრმავებები და ამაღლებები პროტეკტორზე როგორც წესი გვაგონებს ჭადრაკის დაფას.

 

ზემოთ აღწერილი ინფორმაციის საფუძლეზე თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება. ასევე იხილეთ ზოგადი რეკომენდაციები, რაც დაგეხმარებათ ზამთრის საბურავების შერჩევაში. - ზამთრის საბურავებზე გადასვლა ღირს იმ პირობებში როცა არის +7 გრადუს ცელსიუსზე დაბალი ტემპერატურა. - ზამთრის საბურავების გამოცვლა რეკომენდირებულია 3 წელიწადში ერთხელ, ან მაშინ როცა პროტეკტორის სისქე არის 4მმ ზე ნაკლები. - საბურავის სიგანე არ უნდა იყოს დიდი, ხოლო სიმაღლე სასურველია მეტი ქონდეს. - ზამთრის საბურავების დაყენების შემთხვევაში, 4-ივე საბურავი უნდა იყოს მსგავსი, ანუ ის ყენდება ოთხივე ბორბალზე. - ფრთხილი მოძრაობა საბურავებს უხანგრძლივებს ექსპლუატაციის ვადას. - სასურვლია თუ ცნობილ და გავლენიანი მწარმოებლების საბურავებს მიანიჭებთ უპირატესობას როგორიცაა, Pirelli, Michelen, Bridgestone, და სხვები. - შეგიძლიათ დამატებითი რჩევა თქვენთის ნაცნობ კვალიფიცირებულ სპეციალისტებს ჰკითხოთ, რადგან საბურავების საიმედოობა მნიშვნელოვანია წელიწადის ყველა დროს, განსაკუთრებით კი ზამთრისა და უამინდობის დროს.