როგორ გამოვიყენოთ სერვისული კოდები Android-ზე - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ სერვისული კოდები Android-ზე

 

უმრავლესობა უბრალო ანდროიდ მომხმარებლების (სმარტფონების ან პლანშეტების), არ იციან სერვისული კოდების არსებობის შესახებ. ხშირ შემთხვევაში აღნიშნულ კოდებს იყენებენ ტექნიკოსები და სარემონტო სერვისების თანამშრომელები. თუმცა თქვენთვისაც შესაძლოა საჭირო და გამოსადეგი გახდეს რიგ სიტუაციებში. სერვისული კოდების შეყვანისას უნდა იყოთ ფრთხილად. რომელიმე კოდის არასწორად, შეცდომით შეყვანა, შესაძლოა მოწყობილობაში არსებული მთელი ინფორმაციის წაშლა,ან უფრო უარესი რამ, თვითონ მოწყობილობის დაზიანება გამოიწვიოს.

 

იმისათვის, რომ გაიგოთ ინფორმაცია საკუთარი მოწყობილობის შესახებ და ელემენტის გამოყენების სტატისტიკა, საჭიროა შეიყვანოთ შემდეგი კოდი [u]*#*#4636#*#*[/u] . IMEI-ის ნახახავად აკრიფეთ [u]*#06#[/u] .

 

თუ რაიმე მიზეზის გამო დაგჭირდათ თქვენი პარამეტრების (ოფციების) განულება (Reset), აკრიფეთ [u]*#*#7780#*#*[/u] მოცემული კოდი შეცვლის ისეთ პარამეტრებსაც როგორია მაგ: Google-account, მოწყობილობა ყველა პროგრამას დააბრუნებს ქარხნულ პარამეტრებზე, ანუ ისეთზე როგორიც იყო მობილური ყიდვის მომენტში. თავისთავად, ეს გამოიწვევს ყველა დაყანებული აპლიკაციის წაშლას, თუმცა SD ბარათზე არსებული ინფორმაცია კვლავ დარჩება ჩიპზე, კოდი მათ არ წაშლის. მოცემულ კოდს აქვს გარკვეული ტიპი დაცვა, კოდის აკრეფის მერე, მოწყობილობა რამდენჯერმე შეგეკითხებათ, ნამვილად გსურთ თუ არ მობილურის ქარხნულ პარამეტრებზე გადაყვანა, ასე რომ მოფიქრების დრო გექნებათ.

 

იმისათვის რომ დააფორმტიროთ სმარტფონი, აკრიფეთ [u]*2767*3855#[/u]. ეს კოდი ყველა ფაილს წაშლის სმარტფონიდან. დაფორმატების შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მაშინვე შეძლებთ ელემენტის ამოღებას მოწყობილობიდან.

 

იმისათვის, რომ ნახოთ ინფორმაცია სმარტფონის კამერის შესახებ, აკრიფეთ [u]*#*#34971539#*#*[/u]. ეს კოდი მოგცემთ საშულებას ნახოთ ყველა მოცემულობა კამერის შესახებ. თუ დარწმუნებული არ ხართ რისი გაკეთება გსურთ, გთხოვთ ნუ შეიყვანთ გარკვეულ ცვლილებებს, რადგან შეიძლება კამერამ შეწყვიტოს მუშაობა.

 

შეგიძლიათ ღილაკს "გათიშვა" შეუცვალოთ რეჟიმი კოდით [u]*#*#7594#*#*[/u]. "გათიშვის" ღილაკზე დაჭერისას ჩნდება მენიუ: "უხმო რეჟიმი", "ფრენის რეჟიმი" "სმარტფონის გათიშვა". მოცემული კოდის გამოყენებით კი შეგიძლიათ ისე დააყენოთ რო ამღლაკზე დაჭერისას მენიუ არ გამოჩნდეს და მობილური პირდაპირ გაითიშოს.

 

იმისათვის რომ შექმნათ ფოტოებისა და ვიდეოების სარეზერვო ასლები (კოპიები), ასევე აუდიო ფაილების აკრიფეთ შემდეგი კოდი: [u]#*#273283*255*663 282*#*#*[/u].

 

ასევე იხილეთ სხვადასხვა საჭირო კოდების სია რომელიც შესაძლოა დაგჭირდეთ ანდროიდის მოწყობილობებზე: *#*#232338#*#* — აჩვენებს WiFi MAC-მისამართს; *#*#1472365#*#* — გამოიყენება GPS-ის ტესტირებისთვის; *#*#1575#*#* — ასევე იეყენებენ GPS-ის დასატესტად; *#*#232331#*#* —ტესტირებას უკეთებს Bluetooth-ს; *#*#232337#*# — აჩვენებს Bluetooth-ის მისამართს; *#*#0283#*#* — Loopback პაკეთებს უკეთებს ტესტირებას; *#*#0*#*#* — ამოწმებს LCD-ს; *#*#0673#*#* ან*#*#0289#*#* — ტეტსირებას უკეთებს მელოდიებ, ხმას; *#*#0842#*#* — ვიბრაციის და ეკრანის განათების შემოწმება.; *#*#2664#*#* — ამოწმებს სენსორულ ეკრანს; *#*#0588#*#* — ტესტირებას უკეთებს მოძრაობის მაჩვენებელს; *#*#3264#*#* — RAM ვერსია.