როგორ დავიცვათ თავი ფრჩხილის სოკოსგან - rogor.ge

როგორ დავიცვათ თავი ფრჩხილის სოკოსგან

 

სოკოვანი ინფექციით (მიკოზით) დაავადების გზები შემოდგომაზე ყველანი გადავდივართ დახარული ფეხსაცმლის სტილზე, რომელშიც ფეხი მარტივად ოფლიანდება, ეს გარემოება კი ხელს უწყობს სოკოვანი ინფექციის აღმოცენებასა და გავრცელებას. ყველაზე ხშირად სოკოთი დაავადება ხდება სახლში, ოჯახის წევრებისგან. დაავადებული კანიდან ნარჩენების შეხებაზე. საკმარისია საერთო პირსახოცის გამოყენებც კი. გადადება როგორც წესი ხდება დაავადებული ადამიანის ჰიგიენური ნივთების გამოყენების გზითად მაგ: მაკრატელი.

 

სიმპტომები ყველაზე გავრცელებული სიმპტომი სოკოვანი ინფექციის არის ქავილი თითებისა და ქუსლის. ასევე კანის გაუხეშება და დახეთქვა თითებს შორის. ასევე მიაქციეთ ყურადღება პატარა სითხოვან ბუშტუკებს. ეს ყველაფერი ზემოთ აღწერილი არის სოკოვანი ინფექციის სიმპტომები, რომლის შენიშვნისას აუცილებლად უნდა მოახდინოთ რეაგირება.

 

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ უკვე გვაქვს სოკოვანი ინფექცია? დღეში 2 ჯერ დაამუშავეთ სოკოთი დაავადებული ადგილები იოდის ხსნარითა და სოკოს საწინააღმდეგო მალამოთი.

 

მოამზამდეთ[u] ქრისტესისხლას ნაყენი[/u]: 150 გ ქრისტესისხლას დაასხით 5 ლიტრი ცივი წყალი, შემდეგ მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე 15 წუთის განმავლობაში. მომზდებული ნაყენით გაჟღინთეთ ფეხსამცელი და ნასკები შიგნიდან.

 

ძილის წინ ფეხები დაიზილეთ ეთერული ზეთით და ჩაის ხის ზეთით. თუ სოკო უკვე გადასულია ფრჩხილებზე, კვირაში ერთხელ ძმრით დაამუშავეთ ფეხსაცმელები შიგნიდან.

 

გამოხარშეთ საწოლის თეთრეული და პირსახოცები აუცილებლად, სოდა-საპნის ხსნარში 20 წუთის განმავლობაში. გაშრობის შემდეგ კი დააუთოვეთ.

 

ფრჩხილის მაკრატლებს გაუკეთეთ დეზინფექცია სპირტით, და მოატარეთ ცეცხლზე ყოველი გამოყენების შემდეგ. აბაზანა საგულდაგულოდ გაწმინდეთ ხოლმე 5 % იანი ქლორიმინის ხსნარით. ან ლიზოლის ხსნარით. ამ ყველაფრის შეძენა აფქთიაქთში შეგიძლიათ.

 

უსაფრთხოების ზომები გამოიყენეთ მხოლოდ საკუთარი ჰიგიენური ნივთები (პირსახოცი, ტანის ღრუბელი, მაკრატელი და სხვა.) არ ჩაიცვათ სხვისი ფეხსაცმელი, ატარეთ მხოლოდ საკუთარი. ყოველ ჯერზე სახლში მოსვლისას დაუბანეთ ხელები, ხოლო ძილის წინ ფეხები. აბანოში და აუზზე იარეთ აუცილებლად ჩუსტებით. ყოველი შემთხვევისთვის მაინც ბასეინის ვიზიტის შემდეგ დაიმუშავეთ ხელები და ფეხები სოკოს საწინააღმდეგო მალამოთი და სპრეით. ჭრილობები კანზე დაიმუშავეთ "ზელიონკით", სპირტით ან იოდით. ხოლო შემდეგ დაიკარით სამედიცინო პლასტირები.