ფსიქოლოგია და ურთიერთობები

სექსი

როგორ დავაკმაყოფილოთ ქმარი (რჩეული მამაკაცი)

როგორ დავაკმაყოფილოთ ქმარი (რჩეული მამაკაცი)

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

ყველა ქალს აქვს სურვილი, რომ ქორწინებაში იყოს იდეალური ცოლი, მიუხედავად იმისა გათხოვდა ის რამდენიმე კვირის, თვის თუ ათეული წლის წინ. როგორც წესი დაბალი თვითშეფასება, თავდაჯერების ნაკლებობა გამოიხატება სექსუალურ ცხოვრებაში. ყველაზე დახვეწილი, ლამაზი და მომხიბვლელი ქალებიც კი ინტერესდებიან დროდადრო კითხვით: აკმაყოფილებენ თუ არა ისინი საკუთარ მამაკაცებს, ხომ არ ეძებენ მათი ქმრები სექსუალურ სიამოვნებას გვერდზე. იმისათვის, რომ ეჭვებისგან გათავისუფლდეთ დაგეხმარებათ თავდაჯერება იმაში, რომ თქვენ ქმარი თქვენთან ძალიან კარგად გრძნობს თავს.

 

საფეხურები

  1. 1 ძლიერი სქესის წარმომადგენლების აზრით, ზედმეტად მამაკაცურებსაც კი უყვართ არა მხოლოდ სექსის პროცესი, არამედ მასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრელუდიები. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში იქნება ეს მეტად სასიამოვნო, თუ მის ორგანიზებას მოახდენთ თქვენ. მოახდინეთ სხვადასხვა პრელუდიების ორგანიზება. სასიამოვნოდ გააოცეთ ის. შეგიძლიათ აითვისოთ ინტერნეტის საშუალებით რამდენიმე ეროტიული მასაჟი, გამოიყენეთ სპეციალური ზეთებიც კი. ნუ მოგერიდებათ ინიციატივის გამოჩენა. ეს სირცხვილი არ არის.
  2. 2 თუ თქვენი ქმარი არ გამოთქვამს სურვილის, რომ სექსით დაკავდეს ყოველ დღე, არამედ კვირაში რამდენჯერმე ან უფრო იშვიათად, ეს არ ნიშნავს, რომ მან თქვენს მიმართ ინტერესი სულ დაკარგა და გაცივდა. ყველა კაცს განსხვავებული მოთხოვნილება აქვს, მათზე ასევე მოქმედებს სხვადასხვა ტიპის სტრესი, თუნდაც სამსახურეობრივი, თამაბქოს მოწევა, სასმელი, ეკოლოგიური გარემო, ასევე კომპიუტერთან დიდი ხნის გატარება. თუ ამას მოყვება შემდგომ ცოლის გულგრილობა და სკანდალი, ეს უფრო გაართულებს სიტუაციას. ამიტომ შეიკავეთ თავი აგრესიისგან და შეეცადეთ გაიგოთ რაშია საქმე. პირველ აზრად ნუ იფიქრებთ, რომ ის ეჭვგარეშე გღალატობთ და ნურც თქვენ შეეცდებით სურვილების დაკმაყოფილებას სხვა კაცთან, მომავალში შესაძლოა ეს სანანებლად გაგიხდეთ.
  3. 3 გაიგეთ მეტი ქმრის შესახებ. ნუ მოგერიდებათ გამოკითხოთ მას სურვილებისა და ფანტაზიების შესახებ. შესთავაზეთ "უფროსების ფილმების" ერთად ყურება. გაამრავალფეროვნეთ სექსუალური ცხოვრება. არც ის არის აუცილებელი სექსი მხოლოდ საძინებელ ოთახში გქონდეთ, ერთსა და იმავე დროსა და ადგილას. შესაძლოა ეს იყოს საშხაპე ან სხვა. ყევლაფერი დამოკიდებულია თქვენს სურვილსა და ფანტაზიებზე.
  4. 4 თუ ატყობთ, რომ თქვენი რჩეული პასიურობს სექსუალურ ურთიერთობებში, ეს შესაძლოა იყოს ასევე არასწორი კვებისა და ცხოვრების სტილის ბრალი. იზრუნეთ კვების რაციონის გაუმჯობესებაზე და ასევე ფიზიკურ აქტივობაზე. ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ჯანსაღი სექსი, უმოძრაო ცხოვრების სტილი, მავნე საკვებით კვება, ნერვიულობა და სტრესი კი მის სურვილს კლავს. დაიყოლიეთ თქვენი მამაკაცი, რომ ერთად დაკავდეთ სპორტით, იქნება ეს დარბაზში ვარჯიში, დილით სირბილი, თუ ცურვა აუზში ეს დაგეხმარებათ ორივეს იყოთ ჯანმრთელი და სექსუალურად უფრო აქტიური.