როგორ გამოვცვალოთ სამუხრუჭე ხუნდები (კალოდკები) BMW-ზე - rogor.ge

როგორ გამოვცვალოთ სამუხრუჭე ხუნდები (კალოდკები) BMW-ზე

 

ამწეს "დანკრატის" საშუალებით, აწიეთ ავტომობილი, დააყენეთ შემაღლებულზე და მოხსენით საბურავები, რომლებზეც შესაცველია ხუნდები. როგორც წესი, წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდების ცვეთა განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომაც არ არის აუცილებელი, რომ 4 ივე ბორბლზე ერთდროულად შეცვალოთ ხუნდები. თუმცა მაინც გირჩევთ, ხუნდებს ზედაპირი მაინც შეამოწმეთ, რომელთაც გამოცვლასაც არ გეგმავთ.

 

მაჩვენებლის "დატჩიკის"საკონტაქტო გამოაერთეთ, ასევე მოხსენით ხრახნები დამჭერზე, 2 ცალი პლასტმასის "კალპაკიც" და წაუსვით WD-40 ხრახნებზე. არ დაუშვათ რომ სითხე დაგესხათ დისკზე ან რამე სხვა დამჭერ ტელაზე.

 

რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც იმოქმედებს WD-40, საჭირო ზომის TORX - ის ქანჩის გამოყენებით მოუშვით ხრხახნები. ხრახნების ამოღებსას ქანჩისთვის გამოიყენეთ გრძელი მყარი მილი, როგორც ბერკეტი (რიჩაგი) - ეს დაგეხმარებათ რომ ნაკლები ძალდატანებით შეასრულთ ეს ქმედება.

 

თუ ყველაფერი შეასრულეთ რაც წინა საფეხურებში წერია, შეგიძლიათ მოხსნათ სუპორტი, სამუხრუჭე დსკიდან. ამასთან ერთად, შიდა ხუნდა უნდა დარჩეს შიგნით. ამოიღეთ ორივე ხუნდა პორშნიდან. მიაქციეთ ყურადღება, რომ მანდ არის ცვეთის მარეგულირებელი საკონტაქტო დატჩიკი, რომლის მოხსცნსაც აუცილებელია, რადგან არ ამოხდეს მისი დაზიანება ახალი ხუნდის დაყენებისას.

 

გახსენით კაპოტი, მოხსენით სამუხრუჭე სისტემის ("ბაჩოკის") ხუფი. დაუბრუნდეთ სუპორტს და მაქსიმალურად დაპრესეთ და დაუჭირეთ ის.გამოიყენეთ დიდი ზომის სახრახნისი და რაზვადნოი კლუჩი- ქანჩქამანდი.დააყენეთ ჯერ შიდა, შემდეგ კი გარეთა ხუნდი და დაამაგრეთ აწყობილი სუპორტი სამუხრუჭე დისკზე.

 

მოუჭირეთ დამჭერი ხრახნები, დაუმაგრეთ ასევე "კალპაჩკები". სახრახნისის საშალებით მოათავსეთ ბუდეში ცვეთის მაჩვენებლის -"დატჩიკის" შნური მიამაგრეთ ის და მიაერთეთ საკონტაქტოს.

 

გაიმრეოთ იგივე ქმედება სხვა დისკებზეც, თუ ეს აუცილებელია.მას შემდეგ რაც ყველა ხუნდი იქნება დაყენებული, დაამაგრეთ სამურუჭე სისტემის "ბაჩოკი", დაჯექით მძღოლის სავარძელზე, დაქოქეთ მანქანა და რამდენჯერმე დააჭირეთ მუხრუჭის პედალს, სანამ არ ჩაქრება ხუნდების გაცვეთის ინდიკატორი.

 

იმისათვის რომ გაგიმარტივდეთ ხუნდების შეცვლა, იხილეთ ვიდეო.