
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ბადრიჯანი 500 გრ.
- პომიდორი 300 გრ.
- ხახვი 200 გრ.
- ნიორი 20 გრ.
- ქინძი 20 გრ.
- რეჰანი 15 გრ.
- მწვანე ან წითელი წიწაკა გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- ზეთი 100 გრ.
საფეხურები
- 1 ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით რგოლებად. პომიდორს გააცალეთ კანი და დაჭერით მრგვალ სქელ ნაჭრებად. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა. ნიორი, წიწაკა და მწვანილები დაჭერით წვრილად.
- 2 პირველ რიგში, შეწვით ბადრიჯანი ზეთიან ტაფაზე და მომზადებისთანავე გადაიტანეთ ის ცალკე ჭურჭელზე.
- 3 იმავე ტაფაში მოშუშეთ ხახვი, პომიდორი და ასევე გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელზე.
- 4 შემდეგ, მოათავსეთ ტაფაზე ფენა ბადრიჯანი, მოაყარეთ დაჭრილი ნიორი, მწვანილები, წიწაკა, მოშუშული პომიდორი და ხახვი. შემდეგი ფენები დაალაგეთ იმავე თანმიმდევრობით.
- 5 თავდახურული ტაფა მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე და ამზადეთ 5- 6 წუთის განმავლლობაში.
- 6 ბადრიჯანი პომიდვრით მოათავსეთ თეფშზე და მოაყარეთ ზევიდან ცოტაოდენი დაჭრილი ხახვი, მწვანილები და წიწაკა.
- 7 მოცემული კერძი შეგიძლიათ მიირთვათ თბილ ან ცივ მდგომარეობაში.