როგორ ვისწავლოთ შპაგატში ჩაჯდომა სახლის პირობებში (დამწყებთათვის) - rogor.ge

როგორ ვისწავლოთ შპაგატში ჩაჯდომა სახლის პირობებში (დამწყებთათვის)

 

მანამ სანამ დაიწყებთ ვარჯიშს, გაახურეთ კუნთები, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ კუნთების დაჭიმულობას. კუნთების გახურება შეგიძლიათ როგორც მცირე-მარტივი მოძრაობებით, ასევე ცხელი აბაზანის მიღებით. მხოლოდ გახურების შემდეგ გადადით ვარჯიშზე.

 

ყველაზე მთავარი და ძირითადი სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარებათ შპაგატში ჩაჯდომაში - არის ფეხების გაწელვა ქნევით. ამ სავარჯიშოს შესრულება მარტივია. დადექით ცალ ფეხზე, ისე რომ მთელი სხეულის წონა მასზე იყოს განაწილებული. მეორე ფეხი კი აწიეთ ზემოთ მაქსიმალურ სიმაღლეზე, გაიქნიეთ ინერციით სადამდეც შეძლებთ. არაფერია აქ საშიში, თუ ფეხი წელს ზემოთ ვერ ასწიეთ, გარკვეულ დროში შედეგს გააუმჯობესებთ. ერთი რამ რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, ფეხის გაქნევისას ზურგი და 2 ივე ფეი უნდა იყოს გასწორებული.

 

გადადით მეორე სავარჯიშოზე, ამისათვის დაგჭირდებათ მაგიდა ან შემაღლებული სკამი, რომელიც იქნება თქვენი წელის სიმაღლეზე. გაასწორეთ ერთი ფეხი, ხოლო მეორე შემდგით შემაღლებულ ადილზე. ისე რომ 90 გრადუსიანი კუთხე შექმნათ. საყრდენი ფეხით შეეცადეთ ძირს ჩაიკუზოთ რამდენადაც შეძლებთ. გაიმეორეთ ეს ქმედება რამდენჯერმე ხოლო შემდეგ ფეხები შეანაცვლეთ ერთმანეთს. ყოველ დღე ეს ვარჯიში რამდენჯერმე რეგულარულა გაიმეორეთ და ნახავთ თუ როგორ გაგიმარტივდებათ ცოტა ხანში.

 

მესამე სავარჯიშო ეხება უშუალოდ შპაგატს. შეეცადეთ მაქსიმალურად ჩახვიდეთ ბოლომდე. ძალიანაც ნუ დაატანთ თავს ძალავს, ცოტა ტკივილი ასეთ დროს ნორმალურია, შეეცადეთ შეიკავოთ თავი. ამ ვარჯიშის რამდენჯემე გამეორებითაც მიუახლოვდებით შედეგს. ნახავთ რომ ყოველ ჯერზე უფრო გაიწელებით.

 

ზემოთ აღწერილი სვარჯიშოები, შეასრულეთ რეგულარულად დღეგამოშვებით. 30 წუთის მანძილზე. 2 კვირა ვარჯიშის შემდეგ, თქვენ უთუოდ დაინახავთ შედეგს, რომელიც დაგეხმარებათ საბოლოო მიზნის მიღწევაში. თქვენ შეძლებთ, რომ სახლის პირობებში ვარჯიშის შემდეგ ჩაჯდეთ შპაგატში, გისურვებთ წარმატებას !