როგორ მოვუაროთ ტყავის ავეჯს 7 წესი - rogor.ge

როგორ მოვუაროთ ტყავის ავეჯს 7 წესი

 

აკონტროლეთ ჰაერის ტენიანობა ოთახში ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი, ამ წესის შესრულებაზე არის ძირითადად დამოკიდებული თქვენი ავეჯის ტყავის საფარის სიცოცხლის ხანგრძილოვობა. ცნობილია, რომ ტყავი - ჰიდროფილური მატერიაა, ამიტომაც მარტივად შრება და ცვდება. ტყავს არ უყვარს გამომშრალი ჰაერი, ასევე იწყებს ხმობას პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ და გამათბებლების გვერდით მალე ზიანდება. შეეცადეთ, რომ სითბოს წყაროდან, მინიმუმ 1.5 - 2 მეტრის მოშორებით დადგათ ტყავის ავეჯი - არ აქვსმნიშვნელობა ეს იქნება ბუხარი თუ რადიატორი. დიდი ხნის მანძილზე ნუ გააჩერეთ ტყავის ავეჯს გარეთ, არც ეზოში და ტერასაზე და ნურც აივანზე.

 

მოერიდეთ სხვადასხვა სითხეების გამოყენებას. ჩვეულებრივი წყალსაც კი ცუდი ზემოქმედება მოაქვს ტყავის ავეჯზე. ამიტომაც, არასდროს არ სცადოთ წყლით გარეცხოთ ან ლაქა ამოიყვანოთ სველი ტილოთი ტყავიდან. ეს ქმედება იწვევს ტყავის ქსოვილის დაზიანებას. შესაძლოა იმავე წამს არ დაეტყოს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად უარყოფით შედეგს გამოიღებს. ტყავი დაიწყებს ფერისა და პირვლანდელი სახის დაკარგვას, გახდებ აუფრო უხუში და სადაც იყო მცირე ზომის ხაზები (ნაკაწრები) ისინი დაიწყებენ ზომაში ზრდას. წყალი შეიცავს სხვადასხვა ნივთიერებებს შიგნით, ეს შესაძლოა იყოს ქლორი, კირი, კალციუმი და სხვა. ყველა ეს ელემენტი არღვევს ტყავის ბუნებრივ მდგომარეობას. შეეცადეთ არ ჩაუატაროთ კოსმეტიკური პროცედურები ტყავის მდივანს. კერძოდ, მოერიდეთ ტყავის ავეჯზე დაჯდომასა და დაწოლას მას შემდეგ რაც ტანზე წაისმევთ კოსმეტიკური მოვლის საშუალებებს. ლაქა მარტივად ჩნდება, თუმცა ამოსაყვანად ძალიან რთულია. ასევე ადგილები, სადაც ოფლი ხვდება ტყავს, ცოტა ხანში იცვლის ფერს და განსხვავდება სხვა ნაწილისგან.

 

წმენდისას არ გამოიყენოთ გამხსნელები ბევრს ჰგონია, რომ თუ მდივანზე გაჩნდა ლაქა, მისი ამოყვანა აუცილებელია, რამე ძლიერი სარეცხი საშალებით, რომელი ჰგავს გამხსნელს: სპირტი, სხვადასხვა ლაქის ამომყვანები და სხვა. ეს არის მტკნარი ტყუილი, რადგან ლაქის მოშორებასათან ერთად, თქვენ აშრებთ ტყავს ზედა დამცავ ფენას, ასევე საღებას, რითიც ის არის შეღებილი. განსაკუთრებით დამღუპველია ეს პროცედურა ისეთ ტყავზე რომელსაც ლაქი აქვს წასმული, შეილაქება ლაქი და აჭრელდება. ამიტოომაც ყველანაირი სითხე, რომელიც შეიცავს სპირტს, ან ბენზის გადადეთ გვერდზე.

 

გამოიყენეთ დამცავი საშუალებები ეს არის მთავარი წესი ტყავის მოვლისას. მაქსიმალურად შეეცადეთ შეამციროთ ტყავის ბუნებრივი დაზიანება. რას ნიშნავს ეს ? რეგულარულად გამოიყენეთ სპეციალური დამცავი საშუალებები ტყავისთვის. საყოფაცხოვრებო წვრილმანების და ქიმიის მაღაზიებში მოიკითხეთ ასეთი ტიპის ნივთიერებები. ასეთი სახის დამცავი საშუალებები ტყავზე ქმნიან დამცავ ფენას, რომელიც თვალით არ ჩანს, ეს ფენა კი ეხმარება ტყავი დაიცვას ლაქებისგან, მტვირსგან და ბევრი წვიმანებისგან. ასევე დალაქავების დროსაც, ტილოთი შეგიძლიათ გაწმინდოთ, ანუ ეს ფენა მოაშოროთ. რა თქმა უნდა ბუნებრივა ეს დამცავი ფენაც შორდება ზედაპირს, ასე რომ გირჩევთ თვეში ერთხელ მაინც გამოიყენოთ ეს საშუალებები. ისინი იყიდება სპრეის სახითაც.

 

რბილი-მშრალი გაწმენდა კატეგორიულად არ შეიძლება ტყავის გაწმენდა ორთქლით. ჩვეულევბრივი ავეჯისთვის ორქთლით გაწმენდა საუკთესო გადაწყვეტილებაა, მაგრამ არა ჩვენს შემთხვევაში. ტყავი მარტივად იკრავს მტვერს, ამიტომაც ის ღრმად რომ არ გაჯდეს მასში, მშრალი უბრალო ტილოთი რეგულარულად ყოველ დღე გადაწმინდეთ მტვერი. თუ ცხიამიანი საჭმელი ან სითხე მოხვდა ტყავზე, პირველ რიგში ის გაწმინდეთ და ამოიღეთ სალფეტკით, ან ღრუბელით. არ დაელოდოთ, რომ ის ბუნებრივად გაშრება. მას შემდეგ რაც მოაშორებთ ქაღალდით ცხიმის ფენას, დაელოდეთ გაშრობას და ტყავის მოვლის საშუალებით დაუბრუნეთ ბუნებრივი ფერი. თუ დაგეღვარათ რამე ფერადი - გირჩევთ გამოიყენოთ სპეციალური ლაქა გამომყვანი სალფეტკები. ასეთები ხშირად იყენებენ მძღოლები, მანქანის სალონში არსებული ტყავის გასაწმენდად, მათი გამოყენებით მარტივად შეიძლება მოაშოროთ ყავის და სხვადასხვა გაზიანი სასმელის ლქრები.

 

დაიცავით ნაკაწრებისგან ტყავის ავეჯის ექსპლუატაციისას იყავით ფრთხილნი, მასზე ნაკაწრები რჩება სამუდამოდ. ამიტომაც სახლში სადაც მცირეწლოვანი ბავშვებია და შინაური ცხოველებია, ისეთი ფუფუნების საგნის ქონა როგორც არის ტყავის მდივანი და სავარძლები არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება, რადგან პირვანდელ და ლამაზ ფორმას ის სავარაუდოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეინარჩუნებს. ასევე გავრცელებულია აზრი, რომ ჩვეულებივი ტანსცმლის ჯაგრისით შეიძლება მისი გაწმენდა. ეს სიცრუეა, ჯაგრისით შესძლებელია ტყავის ფეხსაცმლის გაწმენდა, მაგრამ არა სავარძლის. თანაც გაითვალისწინეთ რომ ფეხსაცმელს, გაწმენდის წინ უსმევთ კრემს. რაც შეეება ტყავის ავეჯს, არ შეიძლება ჯაგრისის აღება და ასე გაწმენდა, ერთადერთი ეს რასაც მოგცემთ, იქნება ბევრი ნაკაწრი.

 

მოარიდეთ ისეთი ნივთების კონტაქტისგან, რომელთაც შეღებვა შეუძლიათ ისეთი უბრალო რამეც კი, მაგალითად ჯინსები, პლედები, ბალიშები და სხვადასხვა ტანსაცმელი, რომელსაც შეუძლია ტყავზე გადაიტანოს თავის ფერი. ყველამ იცით, თუ როგორ ცუდად ეტყობა ჯინსების ფერის ლაქები ტყავის სავარძელს. სავარაუდოდ თქვენ იკითხავთ, რაში გჭირდებათ ისეთი მდივანი, რომელზეც არ შეიძლება დაჯდომა ჯინსის შარვლით? მართალსაც იტყვით, რადგან ასეთი ტიპის ავეჯი, არის უფრო ლამაზი და ესტეთიური, ვიდრე პრაქტიკული გამოყენებაში, თუმცა მიუხედავად ამისა, ტყავის ავეჯის მოყვარულთა რაოდენობა მაინც იზრდება. თუ თქვენ გადაწყვიტეთ ასეთი მდივნის შეძენა, გახსოვდეთ რომ სწორი მოვლის პირობებში, ის თქვენს ინტერიერსაც დაამშვენებს და მოგემსაურებათ დიდი ხნის მანძილზე.