როგორ გავაკეთოთ ორიგინალური სანათი (ლამპა) საკუთარი ხელებით - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ ორიგინალური სანათი (ლამპა) საკუთარი ხელებით

 

აიღეთ 2 ცალი ხის ნაჭერი, დადეთ მაგიდაზე ისე რომ მათ შექმნან 90 გრადუსიანი კუთხე. დააწებეთ ისინი წებოს პისტოლეტის საშუალებით. იგივე გაიმეორეთ შემდეგი 2 ხის ნაჭრითაც, როგორც ფოტოზე ხედავთ, თქვენ უნდა შექმნათ კვადრატი ამ 4 დეტალისგან და დააფიქსოროთ წებოთი.

 

ვაგრძელებთ ასეთივე კვადრატის შექმნას როგორიც შევქმენით პირველ ნაბიჯში. ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ ამ ხელნაკეთობის ძირითადი დეტალები ეს კვადრეტები იქნებიან. მას შემდეგ რაც ახალ კვადრატს გააკეთებთ, დაადეთ პირველს, ოღონდ არა ზუსტად. ოდნავ შეუცვალეთ ადგილი. ასე უნდა აკეთოთ ხელნაკეთის დასრულებამდე. მოცემული სანათი შეგიძლიათ გააკეთოთ სასურველი სიმაღლის.

 

გოფროკარდონიდან გამოჭერით კვადრატი და გააკეთეთ ძირი თქვენი ხელნაკეთობისთვს, ის უნდა იყოს აუცილებლად პირველადი კვადრატების ზომის.

 

აიღეთ ნათურის პატრონა, ჩადეთ კვადრატის შუაში და შემოატარეთ ფანქარი. კარდონი ამოჭერით კონტურის ზომებზე. ახლა კი საჭიროა ძირის მიმაგრება ხელნაკეთობაზე.

 

იმისათვის, რომ ხელნაკეთობა გამოიყურებოდეს აკურატულად და ლამაზად, საჭიროა პატრონა იყოს მაქსიმალურად დამალული.ამისათვის კი ვაკეთებთ რამდენიმე ნაჭრისგან კვადრატს, რის შემდეგაც ვაწებებთ ერთმანეთ. ასეთივეს ვამაგრებთ ძირშიც. შედეგად ვიღებთ, რომ პატრონა და მისი დეტალები არიან დამალული.

 

დაამაგრეთ ნათურა პატრონაზე და ჩართეთ. ორიგინალური სამაგიდე ლამპა მზადაა. ის თითქმის ყველანაირ ინტერიერს უხდება, ხოლო ის ფაქტი რომ ხელნაკეთია ორიგინალურობას მატებს ყველაფერს.