როგორ დავანებოთ სმას თავი - rogor.ge

როგორ დავანებოთ სმას თავი

დაუსახეთ საკუთარ თავს მიზანი. ალკოჰოლური დამოკიდებულება ყველაზე მეტად ემუქრება იმ ადამიანებს ვინც ცხოვრობს მიზნების გარეშე. შეეცადეთ თქვენი გეგმები იყოს რეალური და მიღწევადი. თავიდან მიზნად დაისახეთ მარტივად მიღწევადი მიზნები, თუ პირველივეს რთულს და არარეალურს მოკიდებთ ხელს შეიძლება ნერვულ აშლილობამდე მიხვიდეთ და დანებდეთ. ნუ მოინდომებთ ყველაფრის უცბად გაკეთებას და მიღებას.

ესტუმრეთ ნარკოლოგს. ერთი შეხედვით კარგია თვითნებური გადაწყვეტილების მიღება რომ სმას თავი დაანებოთ, თუმცა აუცილებელია სპეციალისტის რჩევები და დახმარება. თქვენ დაგინიშნავენ სპეციალურ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებს ალკოჰოლის მოთხოვნას ორგანიზმში და ეხმარება ნერვულ სისტემას რეაბილიტაციაში. ალკოჰოლზე დამოკიდებულებისას, ინიშნება შემდეგი ტიპის წამკლები: ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები, ნოოტროპები. ექიმი როგორც წესი, ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ინდივიდუალურად ურჩევს პაციენტს დოზასა და წამალს. აუცილებლობის შემთხვევაში ნიშნავენ ფსიქოტერაპიის კურსებს, სადაც ხდება კოდირება თანამედროვე პრეპარატული საშუალებებით.

თუ თქვენ დიდი ხნის მანძილზე იღებდით ალკოჰოლს მეგობრებთან ერთად, შეეცადეთ ისინიც აიყოლიოთ, ერთად უფრო მარტივია ამ პრობლემისა და მავნე ჩვევის დაძლევა. ეს შესაძლებლობას მოგცემთ მოახდინოთ ერთმანეთის მოტივირება და კონტროლი.

მაქსიმალურად შეეცადეთ თავიდან აიცილოთ სტრესი და ნერვიულობა. თუ თქვენ იღებთ პრეპარატებს, რომელიც დანიშნულია ნარკოლოგის მიერ და გრძნობთ, რომ ნერვიულობის შედეგად ნერვებს აყევით და დალევის სურვილი მოგეძალათ, აუცილებლად ეწვიეთ ექიმს განმეორებით და აუხსენით სიტუაცია. მკურნალობის კურსი იქნება გადახედილი ხელახლა, მოხდება დანიშნულების კორექტირება, ეს კი გამოიწვევს დალევის სურვილის გაქრობას. რთულ პერიოდში და სისუსტის მომენტში გმართებთ სიძლიერე, მცირე დოზით დალევაც კი მთელს თქვენ წინა მცდელობებს წყალში ჩაყრის.

გახსოვდეთ, რომ მიუხედავად იმისა თუ თქვენ აღარ სვამთ გარკვეული დროის განმავლობში, არ უნდა მოეშვათ. ნებისმიერი სახის ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა კვლამ იმ ადგილას დაგაბრუნოთ რასაც თავი დააღწიეთ ამდენი წვალებით. გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლიზმი არის ქრონიკული დაავადება, შესაძებელია ხანგრძილივი დროით რემისიის მიღწევა, თუმცა სამწურახოდ შეუძლებელია მისი ერთხელ და სამუდამოდ დამარცხება ადამიანის ნებისყოფის გარეშე. თუ თქვენ გაქვთ ძლიერი დამოკიდებულება ალკოჰოლისმიმართ, ერთადერთი გამოსავალი არის მასზე უარი თქვათ სამუდამოდ, რადგან 20-30 წლის განმავლობაში თავშეკავების შემდეგაც კი, თუნდაც ლუდის სმამ შესაძლოა კვლამ დამოკიდებულება გაგიჩინოთ.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ინსტრუქციას როგორ ვუმკურნალოთ ალჰოკოლიზმს (ხალხური მეთოდები)