როგორ გავაკეთოთ დეკორატიული სანათი ხელით ჰელოუინისთვის - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ დეკორატიული სანათი ხელით ჰელოუინისთვის

 

აიღეთ ჩვეულებრივი ქსეროქსის/პრინტერის ფურცელი, А4 ფორმატის. ასეთი ტიპის ქაღალდი თხელია და მარტივად ატარებს სინათლეს. თუ დახატავთ მასზე შავი ფერით, განათებისას მიიღებთ სილუეტებს. მოზომეთ და გახაზეთ ფურცელზე 20-12 სმ სიგრძისა და 15-20 სმ სიგრძის მართკუთხედის ფორმა. ეს იქნება თქვენი სანათის ძირი.

 

მანამ სანამ გამოჭრით ძირს, დახატეთ მასზე შავი ფლომასტერით ჰელოუინის სხვადასხვა ატრიბუტები,მაგალითად ობობის ქსელი შიგნით ობობებით, ღამურები, ბუები, გოგრა და სხვა ყველაფერი რაც კი ფანტაზიაში გაქვთ და დაკავშირებულია ჰელოუინთან. ასევე შეგიძლიათ წარწერის გაკეთებაც Halloween, ან Happy halloween. არჩევანი თქვენზეა.

 

გირჩევთ ძირი მაშინ გამოჭრათ, როდესაც ნახატი და გაფორმება გექნებათ მზად. ამგვარად თქვენ დაზოგავთ დიდ დროს. ასევე შესაძლოა არ იყოთ დარწმუნებული, პირველივე ნახატი კარგი გამოგივათ თუ არა, ამიტომ თავიდან შეეცადეთ დახატოთ ფანქრით, ხოლო შემდეგ ფლომასტერი გადაატაროთ კონტურებს. გამოჭერით ფორმა მაშინ როცა ნახატი გექნებათ მზად.

 

დაახვიეთ ძირი, მილის ფორმით, დააკავშირეთ პირები ერთმანეთთან სკოჩის, ან წებოს მეშვეობით. თუ თქვენ აირჩიეთ წებო, მაშინ აჯობებს გამოიტენოთ მშრალი წებო. ასე უფრო მყარად იქნებ დამაგრებული.

 

შეიძინეთ მცირე ზომის სანთელი - ტაბლეტი, დასადგამი, ჩადგით ის მილში, ისე რომ მოთავსდეს ზუსტად ცენტრში. ცეცხლი რომ არ ეხებოდეს ქაღალდს. თქვენი მინი სანათი იქნება მზად. სანთელი კი რამდენიმე საათი იქნება ანთებული რაც ჰელოუინის განწყობას შექმნის.