როგორ ვიშოპინგოთ ინტერნეტში სასარგებლოდ (რჩევები და შედარებები) - rogor.ge

როგორ ვიშოპინგოთ ინტერნეტში სასარგებლოდ (რჩევები და შედარებები)

 

პროდუქტის შერჩევის პროცესი უცხოური ინტერნეტ-მაღაზიები მოდით განვიხილოთ amazon.com-ი. დიდი რაოდენობით პროდუქცია არის განთავსებული ამ საიტზე. შესაძლებელია ერთი და იგივე პროდუქტის სხვადასხვა მოწმოდებლისგან (კომპანიისგან) შეძენა. ასევე განსხვავდება შიფინგის (მიწოდების) ფასი და დრო. რაც შეეხება საიტის ენას ის არის ინგლისურენოვანი. თქვენ კარგად უნდა იცოდეთ ენა და ერკვეოდეთ პროდუქტის სპეციფიკაში, რომ შეძლოთ სხვაობის პოვნა და შერჩევა. ხოლო თუ ტანსაცმლის ყიდვა გსურთ უნდა იცოდეთ ამერიკული ზომები. ქართული მაღაზიები განვიხილოთ be.ge-ს მაგალითზე [i]BE.GE-წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სწრაფად მზარდ ინტერნეტ-მაღაზიას ქართულ ბაზარზე, აქედან გამომდინარე ამ ინსტრუქციაში მოყვანილ შედარებებს შევადგენთ მის მიხედვით.[/i] მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის რაოდენობით ნაკლებია amazon.com-თან შედარებით, მას გააჩნია მრავალი უპირატესობა ქართველი მომხმარებლებისთვის, ესენია: აღწერები არის ქართულ ენაზე, დაწერილია სრულად და არ ტოვებს არანაირ კითხვებს პროდუქტთან დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ, შეუკვეთოთ საპასუხო ზარი, გამოიყენოთ პროფესიონალი კონსულტანტების დახმარება რჩევების მისაღებად. ისინი ეხმარებიან პროდუქტის შერჩევაში. თქვენ არ გჭირდებათ ინგლისური ენის ცოდნა, ან მცოდნე მეგობრების დახმარება შოპინგისთვის, შესაბამისად კომუნიკაცია ბევრად მარტივია !

 

ანგარიშსწორება უცხოური ინტერნეტ-მაღაზიები ანგარიშსწორება სხვადასხვა უცხოურ ონლაინ-მაღაზიებში ხდება პლასტიკური საკრედიტო ბარათებით. ძირითადად VISA Mastercard და VISA Electron-ით. ერთი შეხედვით მშვენიერი და მოხერხებულია თუმცა არსებობს ერთი მცირე პრობლემა. ანგარიშსწორება უცხოურ მაღაზიებთან ხდება ამერიკული დოლარის $-ის ვალუტაში. შესაბამისად თუ თქვენ ანგარიშზე თანხა გაქვთ ლარში, თქვენი ბანკი,რომლის საკრედითო ბარათსაც იყენებთ ვაჭრობისას, ავტომატურად ყიდულობს დოლარს ბანკის გცვლით კურსით ახდენს ანგარიშსწორებას. თანხის სხვაობა დამოკიდებულია ვალუტის კურსზე. ეს ერთ-ერთი ხარჯია რისი ცოდნაც აუცილებელია. აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ არმოადუნოთ ყურადღება, ფრთხილად იყავით უცხოეთში, ნაკლებად ცნობილი და არა ბრენდულის საიტებიდან რამის შეკვეთის დროს, დაკვირვებული იყავით სად შეგყავთ თქვენი პირადი მონაცემები და საკრედიტო ბარათის ინფორმაცია. სანამ შეძენას დააპირებთ მოიძიეთ რამდენად სანდოა მაღაზია საიდანაც აპირებთ პროდუქციის შეძენას. ქართული ინტერნეტ-მაღაზიები be.ge-ს შემთხვევაში საქმე ბევრად მარტივადაა. თქვენ იხდით იმდენს რამდენსაც ხედავთ პროდუქტის ღირებულებისას. გადახდის მეთოდის არჩევაში კი თავისუფალი ბრძანდებით. შეგიძლიათ გადაიხადოთ VISA Mastercard და VISA Electron-ითაც, ასევე მაშინ როცა ადგილზე მოგიტანენ პროდუქტს, შეგიძლიათ მიბრძანდეთ ბანკში და ისე გადარიცხოთ ფული შესაბამის ანგარიშზე, ან გამოიყენოთ ონლაინ ბანკინგი, ასევე გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ რამდენიმე ბანკის ონლაინ-განვადების სისტემით (რასაც ვერ შეძლებთ უცხოურ მაღაზიებში). ასევე სხვადასხვა ინტერნეტ-მაღაზიები იყენებენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს. რომლებიც თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზეა. ერთი სიტყვით გადახდის მხრივ არჩევანი დიდია.

 

მიწოდება, გარანტია და ღირებულება უცხოური ინტერნეტ-მაღაზიები როგორც წესი amazon.com იდან და ebay-დან საქართველოში ჩამოტანას 10-14 დღე სჭირდება, ხოლო alibaba და aliexpress-იდან დამოკიდებულია ფოსტაზე. არის შედარებით სწრაფი გზავნილები არის გრელვადიანიც, ფასების განსხვავებულია რა თქმა უნდა. უფასო ჩამოტანამ შესაძლოა 2 თვეც გასტანოს. ასევე amazon-ზე შეკვთისას აუცილებლად გიწევთ ჩამომტანი კომპანიის საიტზე რეგისტრაცია, ამაზონზე კი მათი მისამართის და მონაცემების მითითება მოგიწევთ. პროდუქტის ჩამოსვლისას კი გიწევთ ჩამომტანი შუამალი კომპანიისთვის წონის მიხედვით თანხის გადახდა, ის დაანგარიშდება ჩამოსვლის დროს. საჭიროა ამასთანავე დეკლრაციის შევსება, თუ რა ტიპის პროდუქტი შეიძინეთ და რა ფასად. ასევე გასათვალისწინებელია, თუ თქვენ ყიდულობთ 300 ლარზე მეტი მიღებულების პროდუქციას საჭიროა მისი განბაჟება. ეს კი შეადგენს პროდუქტის 18 %-ს ის უნდა გადაიხადოთ 30 კალენდარული დღის მანძილზე. 2011 წლის 1 მარტიდან აღნიშნული მომსახურება ფასიანია და შეადგენს 12 ლარს. ეს კიდე როგორც ხვდებით დამატებით ხაჯებთანაა დაკავშირებული. ასე რომ თუ ლეპტოპს ან სხვა ძვირადღირებულ ნივთს ამაზონზე იაფად ნახავთ, არ დაგავიწყდეთ, 300 ლარზე მეტი თუ ღირს ის მოგიწევთ 18 % ის და +12 ლარის გადახდა. იხილეთ წყარო. ფასებს შორის დიდი სხვაობა ქართულ ინტერნეტ-მაღაზიებთან შესაძლოა მოგცეთ სპეციალურმა დღეებმა, მაგ ვალენტინობა, Black Friday, შობა და ახალი წელი და სხვა. ასევე გახსოვდეთ, მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით თუ გინდათ ასეთ დროს დამატებით ლოდინი მოგიწევთ, + მეტი თანხის დამატება. გარანტია აქვს ამაზონს და ზოგიერთ უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებს, თუმცა გამოცვლის შემთხვევაში ისინი მოითხოვენ პროდუქტის უკან დაბრუნებას, ეს კი დამატებით დროსა და ხარჯებს მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ამაზონს აქვს უდიდესი რეპუტაცია ასეთ საკითხებში, ის შორსაა, აქედან გამომდინარე რთული და პრობლემატურია მაინც მათი გარანტიით სარგებლობა. ქართული ინტერნეტ-მაღაზიები BE.GE მთელი საქართველოს მაშტაბით აწვდის პროდუქციას. მიწოდება თბილისის მასშტაბით არის სრულიად უფასო, მიწოდება თქვენთვის სასურველ დროს, 11:00-21:00 სთ. სურვილის შემთვევაში შეგიძლიათ ფიზიკურად გაიტანოთ შენაძენი მაღაზიიდან. შეკვეთის 15:00 სთ-მდე გაფორმების შემთხვევაში, პროდუქტს იმავე დღეს მიიღებთ შეკვეთის 15:00 სთ-ის შემდეგ გაფორმების შემთხვევაში, პროდუქტს მეორე დღეს მოგაწვდიან. ეს ყველაფერი არის უსაფრთხო, რადგან შეგიძლიათ ანგარიშსწორება პროდუქტის მიღების შემდეგ. რეგიონებში მიწოდებისას კი ფასი და დრო კონკრეტული ნივთის, მიწოდების ადგილისა და თქვენ მიერ არჩეული გადამზიდავი კომპანიის ტარიფების მიხედვით განისაზღვრება. რაც შეეხება ფასებს, შეძენის შემდეგ არავითარი დამატებითი გადასახადის გადახდა არ გიწევთ. სარგებლობთ გარანტიით უპრობლემოდ. შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდებით კომპანიას და შეისწავლიან თქვენს პრობლემას. ფასებთან დაკავშირებით, ალბათ დააკვირდებოდით, რომ ინტერნეტ-მაღაზიებში ბევრად უფრო დაბალი ფასია ვიდრე სხვადასხვა ტექნიკის სახლებში. თქვენ გაქვთ საშუალება იგივე მონაცემების მქონე ტექნიკა ბევრად იაფად, სახლში მოტანით შეუკვეთოთ და მარტივად გადაიხადოთ ვიდრე სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიებში ადაროთ ფასები ერთმანეთს.

 

ხარისხი უცხოური ინტერნეტ-მაღაზიები სხვადასხვა ინტერნეტ-მაღაზიას სხვადასხვა ხარისხის სტანდარტები გააჩნია. სამწუხაროდ ხშირად შეკვეთილი ნივთი შეიძლება სხვა ზომის, ხარისხის ან მახასიათებლის აღმოჩნდეს. გამოცვლა პრობლემატურია, საჭირო ხდება მისი გაგზავნა, ეს კი ერთად აღებული უდრის დამატებით ხარჯებსა და დისკომფორტს. ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი ეს ცნობილი ფოტო. იხ.სურათი. ქართული ინტერნეტ-მაღაზიები საქართველოში შეგიძლიათ დაწვრილებით გამოიკითხოთ პროდუქტზე რაც გაინტერესებთ, მოითხოვოთ გარანტია თუ არ ენდობით ბოლომდე შეგიძლიათ ადგილზე მიბრძანდეთ და იქიდან წამოიღოთ. შეცდომის და გაუგებრობის შემთხვევაში კი გაქვთ საშუალება მოითხოვოთ პროდუქტის გამოცვლა. ხარისხის შემოწმებაც შეძენამდე მარტივია.

 

ფასები იმისათვის, რომ მეტად სრული და ობიექტური ვიყოთ შეფასებისას მოდით მოვახდინოთ რამდენიმე სახეობის პროდუქტზე ფასების შედარება. ავიღოთ ფოტოაპარატი NIKON COOLPIX P530. მისი ღირებულება BE.GE-ზე შეადგენს 599 GEL. მოყვება 8 GB მეხსიერების ბარათი. მიწოდება იმავე ან მეორე დღეს, მიწოდების საფასური თბილისის მასშტაბით - უფასო. იგივე მოდელის ფოტოაპარატი amazon-ზე. ღირებულება $346.95 (ფასდაკლებულია, ფასდაკლებამდე $449.95) ლარებში ~ 611 GEL (სტატიის დაწერის მომენტში არსებული გაცვლითი კურსით 1$ შეძენა ~1.76 ). აქვე მინდა გითხრათ რომ ამ შემთვევაში კონკრეტული პროდუქტის ტრანსპორტირება ამერიკის ტერიტორიაზე არის უფასო, აქედან გამომდინარე გადახდა მოგიწევთ მხოლოდ საშუამავლო კომპანიისთვის რომელსაც ჩამომტანად აირჩევთ. ხოლო ამ ღირებულებას ემატება განბაჟების ხარჯები, რომლებიც ზემოთ არის აღწერილი. აქვე პროდუქტის მისღებად ლოდინი მოგიწევთ საშუალოდ 10-14 დღე. იხ სურათი. პლანშეტი SAMSUNG GALAXY NOTE 10.1 (GT-N8000) 16GB WHITE BE.GE ფასი - 938 GEL მიწოდება თბილისი - იმავე დღე/მეორე დღე კომფორტი - გადახდის შესაძლებლობა ადგილზე მიტანისას / განვადება რამდენიმე ბანკში Amazon.com ფასი - $499.99 ~ 880 GEL მიწოდება /განბაჟება - ამერიკის ტერიტორიაზე შიფინგი უფასო - აქ ჩამოტანისას წონის თანხა + ღირებულების 18% + 12 ლარი საქართველოში ჩამოტანის ვადა: 10-14 დღე საშუალოდ. მიუხედავად იმისა რომ 880 ლარი ერთი შეხედვით ნაკლებია 938 ლარზე, ადგილზე პროდუქტის მიღება დაგიჯდებათ 1000 ლარზე მეტი. განვიხილოთ კიდევ ერთი პროდუქტის მაგალითზე, მაგ კლავიატურა RAPOO E2700 WIRELESS BLACK BE.GE ფასი - 86 GEL მიწოდება თბილისი - პროდუქტი შეძენიდან მაქსიმუმ მეორე დღეს გექნებათ სახლში. კომფორტი - გადახდის შესაძლებლობა ადგილზე მიტანისას Amazon.com ფასი - $50.44 & FREE Shipping (ამერიკის ტერტორიაზე) ~ 89 GEL საშუალოდ. საქართველოში ჩამოტანის ვადა: 10-14 დღე საშუალოდ. დამატებით ჩამოტანისას წონის მიხედვით მოგიწევთ შუამავალი კომპანიისთვის ანგარიშსწორება. როგორც ხედავთ ამ შემთვევაშიც მოგებული დარჩებით თუ ადგილობრივ ინტერნეტ-მღაზიში შეიძენთ აღნიშნულ პროდუქტს. იმისათვის, რომ რომ იყოთ მოგებული, უცხოურ მაღაზიებში შეუკვეთეთ პროდუქტები რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე არ იშოვება, არის მსუბუქი, არის ძალიან დიდი სხვაობა ფასში და არ აღემტება 300 ლარს ან თუ აღემატება დათვალეთ რომ 18 % სხვაობამ არ გაზარალოთ. გისურვებთ სარგებლიან შოპინგს.