როგორ ჩავრთოთ Gmail და Яндекс საფოსტო სერვისები Windows 8.1 ის საფოსტო აპლიკაციაში - rogor.ge

როგორ ჩავრთოთ Gmail და Яндекс საფოსტო სერვისები Windows 8.1 ის საფოსტო აპლიკაციაში

 

გახსენით საფოსტო აპლიკაცია Windows 8.1-ში. მისი პოვნა არ გაგიჭირდებათ რადგან ის შესამჩნევ ადგილას არის კონვერტის გამოსახულებით.

 

აპლიკაციაში მარჯვენა მხარეს იხილეთ პარამეტრები. გახსნილ მენიუში კი დაიწყეთ პროგრამის თქვენს გემოზე დაკონფიგურირება. იპოვეთ [u]Accounts [/u] (რუს: Учётные записи). აქედან შეგიძლიათ დააყენოთ თითქმის ყველა საფოსტო სერვისის მომსახურება.

 

Яндекс-ის საფოსტო სერვისის დასაყენებლად საჭიროა შემდეგი პარამეტრების შეყვანა: საფოსტო ყუთის მისამართი - Example@yandex.ru მომხმარებლის სახელი და პაროლი - თქვენი ანგარიშის სახელი და მისი პაროლი რასაც იყენებთ yandex-ზე ფოსტის შემომავალი და გამავალი სერვერის მისამართი (Incoming & outgoing) - შემომავალი >imap.yandex.ru პორტი 993 გამავალი >smtp.yandex.ru პორტი 465. დანარჩენი ოპციები თქვენი სურვილისამებრ დააყენეთ.

 

იმისათვის რომ დააყენოთ Gmail პარამეტრები გამოიყენეთ შემდეგი მონამაცები. თქვენი Gmail -ის ანგარიშის იუზერი და პაროლი და მისამართი. შემავალი ფოსტის სერვერი (incoming) - imap.gmail.com პორტი 993 გამავალი ფოსტის სერვერი (outgoing) - smtp.gmail.com პორტი465