როგორ ავიცილოთ კუჭზე "სიმძიმე" და დისკომფორტი - rogor.ge

როგორ ავიცილოთ კუჭზე "სიმძიმე" და დისკომფორტი

 

იკვებეთ სწორად და დაიცავით რეჟიმი მიუხედავად იმისა, თუ არ გაწუხებთ ჯერ ზემოთ აღნიშნული საკითხი, მაგრამ წლების მანძილზე არ ცხოვრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იკვებებით სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ოდენობის არა ჯანსაღი საკვებით, თქვენ აუცილებლად შეგაწუხებთ პრობლემები კუჭთან დაკავშირებით. გაითვალისწინეთ, თუ ვერ მოასწარით ჭამა და დიდი ხნის შემდეგ მოშივებული მიუსხედით სუფრას, არ ჭამოთ ბევრი. შეეცადეთ მიირთვათ ცოთა, ხოლო როცა გადაგივლით შიმშილის გრძნობა ცოტა ხნის შემდეგ კვლავ დაამატეთ საკვები. გაითვალისწინეთ, არავითარ შემთხვევაში არ დააყოლოთ წყალი.

 

შეეცადეთ იკვებოთ ერთსა და იმავე დროს. მართალია დღევანდელი ცხოვრების პირობებში ხშირად რთულია ზუსტი გრაფიკის შედგენა, თუმცა მაინც შესაძლებელია. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანსი ორგანიზმი ეჩვევა სპეციალური მოსანელებელი კუჭს წვენის გამოყოფას ერთსა და იმავე დროს, ეს კი მიღებული საკვების სრულ ათვისებას აადვილებს. წყლის დალევაც საკვების მიღების შემდეგ სწორად არმიტომ არ არის რეკომენდურებული, რადგან გამოყოფილ კუჭის წვენს აზავებს რაც პრობლემას უქმის მომნელებელ სისტემას მუშაობაში.

 

ალბათ დაკვირვებული იქნებით, დანაყრების შემდეგ ხშირად წამოწოლა, მოდუნება ძილი და დასვენება გვინდება. გაითვალისწინეთ, რომ ეს თქვენს ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. სწორად ჭამის დასრულების შემდეგ კარგია ცოტა მოძრაობა, ფეხით გასეირნება, ჰაერზე ყოფნა. თქვენი ჯანმრთელობა და ენერგია დამოკიდებულია იმაზე თუ რას მიირთმევთ და როგორ ითვისებს მას ორგანიზმი. ძილის დროს კი ორგანიზმი მოდუნებულია ეს იწვევს პერისტალტიკური აქტივობის შეფერხებას და მონელების პროცესის დარღვევას.

 

არ ჭამოთ სწრაფად, მეცნიერები გვირჩევენ ნელა და აუღელვებლად კვებას. გახსოვდეთ, რომ რეკომენდირებულია თითო ლუკმის საშუალოდ 20 ჯერ დაღეჭვა. ასეთ დროს საკვები ბევრად უფრო კარგად ნაწილდება, ადვილად მონელებადი ხდება. კუჭიც ასწრებს საკმარისი რაოდენობის მომნელებელი სითხის გამოყოფას. გახსოვდეთ, წონის მატების მიზეზი ხშირად სწრაფი კვებაა. რაც უფრო ნელა იკვებება ადამიანი და კარგად ღეჭავს საკვებს გადაყაპვამდე ის უფრო მეტად ითვისებს. ამასთანავე ცოტა საკვებითაც ნაყრდება.

 

შეეცადეთ საკვების მიღება გადააქციოთ ერთგვარ რიტუალად. მიიღეთ მისგან სიამოვნება და ნუ უყურებთ მას როგორც მოსაშორებელ სავალდებულო საქმიანობას. თუ ხართ განერვიულებული, დაძაბული, აღზნებული ჯერ დამშვიდდით, თუ არ გამოგდით მიიღეთ დამაწყნარებელი და შემდეგ მიირთვით. გახსოვდეთ, ნერვული სისტემა მოქმედებს მთელ სხეულზე და განსაკუთრებით მომნელებელ სისტემაზე. ამიტომაც გირჩევთ საკვების მიღების დროს, არ უყუროთ ტელევიზორს, ნუ ისაუბრებთ ნეგატიურ თემებზე, ნუ წაიკითხავთ პრესას და წიგნებს, ნურც კომპიუტერთან იჯდებით, იყავით კონცენტრირებული საკვებზე. გახსოვდეთ თქვენ ხართ ის რასაც მიირთმევთ რადგან მისგან შედგებით.