როგორ შევარჩიოთ ვიდეორეგისტრატორი - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ვიდეორეგისტრატორი

 

ვიდეორეგისტრატორის შერჩევა პირდაპირ კავშირშია შემძენის გემოვნებასთან. ზოგს მოსწონს, როცა მოწყობილობა იყოს ყველაზე ხილვად ადგილას, სხვები უპირატესობას ანიჭებენ მის თვალთახედვიდან დაფარვას. ვიღაცას სურს, რომ ხდებოდეს სალონში, გზის წინა და უკანა მხარეს არსებული სიტუაციის ჩაწერა. ზოგიერთისთვის კი საკმარისია ავტომობილის წინ მიმდინარე მოვლენების დაფიქსირება. გარდა მოცემული მოწყობილობის ჩამოთვლილი შესაძლებლობებისა, არსებობს კიდევ ბევრი ტექნიკური თავისებურება, რომელთა ცოდნაც საჭიროა, თუ გსურთ, რომ ვიდეორეგისტრატორმა უპასუხოს თქვენს მოთხოვნებს.

 

გამოსახულება და ხმა მოწყობილობების უმრავლესობა იყიდება ჩამონტაჯებული დინამიკებითა და მიკროფონით. ეს საშუალებას იძლევა ჩაწეროთ ხმა სალონში, შემდეგ კი მოუსმინოთ მას. არც თუ ისე საჭირო ფუნქციაა საგზაო ვითარების ფიქსირებისათვის, თუმცა მაინც სარგებლობს გარკვეული პოპულარობით. ვიდეორეგისტრატორს შეუძლია ჰქონდეს 8-მდე არხი, თუმცა პრაქტიკაში გამოიყენება არაუმეტეს ორისა. ერთი, გამალითად, იწერს ავტომობილის წინ, ხოლო მეორე ავტომობილის უკან არსებულ ვითარებას. ზოგჯერ მეორე არხს იყენებენ სალონში არსებული სიტუაციის დასაფიქსირებლად. თუ გაქვთ ჩამონტაჟებული ეკრანი, მაშინ შეგიძლიათ იხილოთ გამოსახულება მისი ჩაწერისათვანავე. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგჭირდებათ წამკითხავი მოწყობილობის (კომპიუტერი, ნოუთბუქი, პლანშეტი და სხვა.) შეერთება. ჩამონტაჟებული ეკრანის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ გაძლევთ საშუალებას ადგილზევე, ჩანაწერის ჩართვით, დაამტკიცოთ საკუთარი სიმართლე. ყველაზე ხშირად მწარმოებლები გვთავაზობენ ჩამონტაჯებულ კამერიან ვიდეორეგისტრატორებს, მაგრამ არსებობს გარე კამერიანი მოდელებიც. კიდევ ერთი ძვირადღირებული ვარიანტია - უკანა ხედვის სარკეში ჩამონტაჟებული მოწყობილობა, რომელიც სრულიად უხილავია დაკეტილი მანქანის პირობებში, რაც საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ ავტომობილის უსაფრთხოება.

 

ტექნიკური პარამეტრები ერთერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია - მახსოვრობის ბარათის მხარდაჭერა. მოწყობილობების უმრავლესობას აქვს მსგავსი ინფორმაციის შემნახველების შეერთების შესაძლებლობა. ვიდეორებისტრატორის შეძენისას შეეცადეთ შეარჩიოთ მოდელი, რომელიც საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ ყველაზე პოპულარული ფორმატები: micro SD, SD. მახსოვრობის რეკომენდირებული მოცულობაა 16 გბ, ხოლო თუ გამოიყენება HD სისტემა, მაშინ 32 გბ. ზოგიერთი მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ რეგისტრატორს შეუერთოთ მყარი დისკი. ყურადღება მიაქციეთ ჩაწერის ფორმატს. არამიზანშეწონილია ისეთი მოწყობილობის შეძენა, რომელიც აჩვენებს ჩანაწერს მხოლოდ თავის ფორმატში. სასურველია გქონდეთ MP4, MOV, AVI ფორმატების მხარდაჭერის მქონე რეგისტრატორი. ასეთ შემთხვევაში არ შეგექმნებათ არავითარი პრობლემა ჩანაწერის სხვა მოწყობილობებში ჩვენებასთან დაკავშირებით. თუ რეგისტრატორს აქვს ღამით ხედვის ფუქნცია, მაშინ უნდა დარწმუნდეთ, რომ მოწყობილობას შეუძლია დაბალი განათების რეჟიმში მუშაობა.