როგორ გამოვთვალოთ მობილური ნომრის ნუმეროლოგიური ინდექსი - rogor.ge

როგორ გამოვთვალოთ მობილური ნომრის ნუმეროლოგიური ინდექსი

 

პირველ რიგში დაწერეთ თქვენი ნომერი მაგ: 599 12 34 56. დაშალეთ ციფრებათ და დააჯამეთ 5+9+9+1+2+3+4+5+6=44 აიღეთ 44 და ისიც დააჯამეთ 4+4=8 თქვენი მობილურის ნომრის ნუმეროლოგიური ინდექსია 8 ერთი – ეს ციფრი არის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი ხალხის ციფრი. წარმატების მომტანია პოლიტიკურ სარბიელზე და იურიდიულ სფეროში. ვისაც აქვს პოლიტიკური ამბიცია ან სურს იურიდიულ სფეროში წარმატების მიღწევა ეს მათთვისაა განკუთვნილი

 

ორი – საშუამავლო ან საკონსულტაციო სფეროში მომუშავე ხალხის ციფრია. ასეთი სფეროები ბევრია, მაგ ადვოკატები, პროფესიები სადაც ძირითადად მოლაპარაებები და რჩევითი - კონსულტაციების მიცემაა მთავარი.

 

სამი – ციფრი ხელოვანი ადამიანებისთვის. მსახიობები, ადამინები რომლებიც ქმნიან ხელოვნებას, ასევე იღბალის მომტანია ჟურნალისტებისათვის და ლიტერატორებისათვის.

 

ოთხი – ზედა მმართელი რგოლის ციფრი. მას წარმტება მოაქვს მენეჯერებისთვის, ადმინისტრატორებისთვის, ორგანიზატორული საქმის მქონე ადამიანებისთვის.

 

ხუთი – მარკეტინგის, პიარის, მასობრივი გაყიდვების კუთხით მომუშავე ადამიანების ციფრია. ასევე მათთვის ვინც ტურიზმის სფეროთი და საქმიანობით არის დაკავებული.

 

ექვსი – ციფრი სწყალობთ სოციალურ მუშაკებს,ფსიქოლოგებს, სოციალოგებს. ასევე ექიმებს და მედიცინის სფეროში მოღვაწე ადამიანებს.

 

შვიდი – მასწავლებლების და ლექტორების ნუმეროლოგიური ინდექსი. ეს ციფრი ეკუთვნით ადამაინებს ვინც სამეცნიერო კვლებით სფეროებში მოღვაწეობს.

 

რვა – ციფრს წარმატება მოაქვს ბიზნესში ჩართული ადამიანებისთვის და ბანკირებისთვის. ადამიანებისთვის ვინც დიდი ფულის განკარგვითა და შოვნით არის დაკავებული ყოველდღიურად.

 

ცხრა – მუსიკოსებისა და მხატვრების ციფრია. ის მეტწილად მარტოსულ და "ასოციალურ" ინტრავერტ ადამიანებს უწყობს ხელს კარიერის შექმნაში.