როგორ შევიდეთ HP-ის ნოუთბუქების BIOS-ში - rogor.ge

როგორ შევიდეთ HP-ის ნოუთბუქების BIOS-ში

 

იმისათვის რომ გაეშვას BIOS-ი HP-ის ფირმის ლეპტოპებში საჭიროა კომპიუტერის გადატვირთვა თუ ახლახანს რთავთ მაშინ ჩართვის შემდეგ რამდენჯერმე დაჭირეთ კლავიშს Esc. გამოჩნდება ჩართვის მენიუ, სადაც მომხმარებლებს აქვთ საშუალება ჩატვირთვის რამდენიმე რეჟიმი აირჩიონ. იმისათვის რომ ჩართოთ BIOS საჭიროა დააკლიკოთ ღილაკს F10.

 

თუ BIOS-ის სტანდარტული ჩართვის ვარიანტით ვერ მოახერხეთ მისი ჩატვირთვა გამოიყენეთ ამ კლავიშებიდან რომელიმე: F2, F6, F8, F11 ან Delete. საჭირო ღილაკზე დაკლიკების შემდეგ გამოჩნდება ასარჩევი მენიუ (F1 ინფორმაცია სისტემაზე, F2 სიტემის დიაგნოისტიკა, F9 ჩატვირთვის პრიორიტეტის განსაზღვრა,F10 BIOS-ის გაშვება,F11 სისტემის აღდგენა ) ან თვითონ BIOS.

 

მას შემდეგ რაც თქვენ სასურველ ცვლილებებს შეიტანთ BIOS-ში, გადადით ფანჯარაში Exit და აირჩიეთ Save Changes, ან პირდაპირ დააკლიკეთ ღილაკს F12 რომ დაადასტუროთ ქმედება. თუ რამე აგერიათ, არ ინერვიულოთ, თქვენ შეგიძლიათ დააბრუნოთ სტანდარტული (ქარხნული) კონფიგურაცია. ეს ხდება იგივე მენიუში, Exit, და აირჩიეთ Restore default settings