როგორ შევარჩიოთ Wi-Fi როუტერი მახასიათებლების მიხედვით
Wi-Fi როუტერის არჩევისას ყველაზე მთავარია მიერთების ტიპი იცოდეთ რომლის გამოყენებასაც აპირებთ. ჩვენს დროს არსებობს 2 ძირითადი ტიპი კაბელით მიერთების, ესენია DSL და LAN. DSL არხი იყენებს ტელეფონის ხაზსს ინტერნეტში შესასვლელად. როგორც წესი ასეთ ინტერნეტს აყენებენ ისეთ ადგილებში სადაც არ არის შესაძლებლობა უფრო ფართო გამტარიანი ქსელების დაყენების. უფრო გავრცელებულია LAN კავშირი. გარდა ამისა Wi-Fi როუტერის დაყენება შეიძლება სვადასხვა 3G მოდემებთან სამუშაოდ.
გაითვალისწინეთ, რომ არსებობს შერეული ტიპის Wi-Fi- როუტერებიც. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ ნიმუშს წარმაოდგენს Zyxel keenetic 4G. მოცემულ მოდელს აქვს შესაძლებლობა შეუერთდეს ფართოხაზოვან წვდომას LAN და USB მოდემებზე. გარდა ამისა, მოცემულ როუტერს აქვს 4G სტანდარტის მხარდაჭერაც.