
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ყაბაყი 500 ან 600 გრ.
- ნიორი 1 კბილი
- უცხო სუნელი 3 გრ.
- შებოლილი სულგუნი 40 გრ.
- იმერული ყველი 100 გრ.
- კარაქი 50 გრ.
- მარილი,პილპილი გემოვნებით
საფეხურები
- 1 ყაბაყი გათალეთ, დაჭერით კუბებად და დადგით მოსახარშად. წყალი უნდა ფარავდეს ყაბაყს ორ თითზე. შუა ხარშვაში დაამატეთ ნიორი და უხო სუნელი.
- 2 ყაბაყის მოხარშვისთანავე, გადმოდგით ქვაბი, ოდნავ გააგრილეთ და დააბლენდერეთ. შეგიძლიათ დაჭყლიტოთ კარტოფილის საჭყლეტით.
- 3 თუ წვნიანი გამოვიდა ზედმეტად სქელი, გაათხელეთ ის გადადუღებული წყლით.
- 4 დაჭყლეტილი ან დაბლენდერებული ყაბაყი დადგით დაბალ ცეცხლზე, დაამატეთ კარაქი, მარილი და პილპილი გემოვნებით. გაცხელებისთანავე ჩაყარეთ წვნიანში გახეხილი ორნაირი ყველი, მუდმივად ურიეთ სამი ოთხი წუთის განმავლობაში.
გაფრთხილებები
- ყაბაყის წვნიანი არ უნდა ადუღდეს. ეს კერძი შეგიძლიათ მიირთვათ ცივად