როგორ გადავიღოთ ვიდეო ვებ-კამერის საშუალებით - rogor.ge

როგორ გადავიღოთ ვიდეო ვებ-კამერის საშუალებით

 

არსებობს ბევრი პროგრამა, რითიც არის შესაძლებელი ვიდეოს გადაღება და შემდეგ მონტაჟი. გირჩევთ გამოიყენოთ Movie maker. მოგეხსენებათ, რომ ახალ ვინდოუსებს არ მოჰყვებათ პროგრამულ უზრუნველყოფაში ხსენებული პროგრამა, მაგრამ არ არის პრობლემა, მაიქროსოფთს აქვს უფასო პაკეტი Windows Essentials 2012 რომლის გადმოწერა მარტივად შეგიძლიათ. გადმოწერა

 

გადმოწერის შემდეგ დაიწყეთ ინსტალაცია, აირჩიეთ სასურველი დირექტორია, დაყენების დროს პროგრამა შემოგთავაზებთ სხვადასხვა დანართების დაყენებას, სურვილის შემთხვევაში დააყენეთ, თუ არადა მოსანიშნი ღილაკი მოხსენით და დააინსტალირეთ მხოლოდ Movie maker-ი

 

დაყენებული პროგრამა გაუშვით და გაეცანით ინტერფეისს. ის ადვილია გამოსაყენებლად. დააკლიკეთ Webcam Video და დაინახავთ საკუთარ გამოსახულებას. დააჭირეთ წითელ ღილაკს და პროგრამა დაიწყებს გამოსახულების ჩაწერას, თუ მიკროფონიც გაქვთ თან, ხმაც ავტომატურად ჩაიწერება.

 

მას შემდეგ რაც მორჩებით ჩანაწერის გაკეთებას, დააჭირეთ Stop. მიუთითეთ დესკტოპი შესანახად. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ მოჭრათ სასურველი მონაკვეთი და მცირე ეფექტები დაადოთ და დაამონტაჟოთ ვიდეო.

 

დამონტაჟების შემდეგ კი საბოლოო ვერსია შეინახეთ სასურველი ფორმატით, თქვენი ვიდეც მზად იქნება, შეგიძლიათ გაუზიაროთ მეგობრებს.