როგორ მოვამზადოთ სოკოს წვნიანი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ სოკოს წვნიანი

 

ხახვი გაარჩიეთ, გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. სტაფილო გათალეთ და გახეხეთ. სოკო გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ნაჭრებად. მწვანილები, ნიორი და მწვანე წიწაკა დაჭერით წვრილად.

 

სქელ ძირიან ქვაბში ან ღრმა ტაფაში გაადნეთ კარაქი. ცხელ კარაქში ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო, ჩაყარეთ ქვაბში და მოთუშეთ.

 

შემდეგ ჩაასხით ღვინო. ღვინის აორთქლების თანავე დაამატეთ ფქვილი, მოშუშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და დაამატეთ სოკო.

 

შემდეგ დაამატეთ გადადუღებული წყალი. სოკოს მომზადებისთანავე დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, მწვანე წიწაკა და მარილი გემოვნებით.