ავტო და მოტო

მოვლა და შეკეთება

როგორ შევამციროთ დიზელის საწვავის დანახარჯი

როგორ შევამციროთ დიზელის საწვავის დანახარჯი

ავტორი: საბა მდივნიშვილი

დიზელის ძრავის ხანგრძლივი ექსპლუატაციის დროს საწვავის ხარჯი შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს. ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, მოწყობილობის ზოგიერთი ნაწილის გაცვეთასთან და ხშირ ხახუნში მყოფი მატერიების თვისებების ცვლილებასთან. ზოგიერთი რეკომენდაციის შესრულებით თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ დიზელის მუშაობის ხანგრძლივობა და შეამციროთ საწვავის ხარჯი.

 

საფეხურები

  1. 1 საწვავის ხარჯის შესამცირებლად გამოიყენეთ ავტომობილის მართვის ოპტიმალური სტიმი. გადაადგილება უნდა იყოს მშვიდი, ხოლო ძრავის ბრუნი უნდა შენარჩუნდეს 1600-2000 ბრუნი/წუთში-ს ფარგლებში. საწვავის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობით წვა შეიმჩნევა, როცა ავტომობილი გადადის შემდეგ სიჩქარეზე მაღალ ბრუნზე მოძრაობისას. ამიტომაც, შეეცადეთ მნიშვნელოვნად არ მოუმატოთ ძრავის ბრუნს, რათა არ გააზარდოთ აგრეგატებზე დატვირთვა.
  2. 2 დაათვალიერეთ დიზელის ძრავის ჰაერის ფილტრი. ამისათვის საჭიროა მისი გამოერთება და ვიზუალური შემოწმება შუქზე. თუ ფილტრის შემავსებელი არ ატარებს სინათლეს, მაშინ საჭიროა მისი გამოცვლა. შეცვალეთ ძველი ფილტრი ახლით და პერიოდულად შეამოწმეთ მისი შრომისუნარიანობა. ახალი ფილტრი საშუალებას მისცემს ძრავს იმუშავოს ნაკლებ ბრუნზე და საგრძნობლად შეამციროს სასწავის დანახარჯი.
  3. 3 ძრავისათვის გამოიყენეთ დაბალი სიბლანტის (წებოვნების) ზეთი. გამოიყენეთ გამოცდილი და აღიარებული მწარმოებლების მაღალხარისხიანი პროდუქტი. ეს პროცედურაც შეამცირებს რამდენიმე პროცენტით თქვენი ავტომობილის მიერ დიზელის მოხმარებას. დაიცავით მწარმოებლის მიერ პროდუქტზე მითითებული ვარგისიანობის ვადა.
  4. 4 გადახედეთ ავტომობილის ნორმებში მითითებულ საბურავების წნევის რეკომენდირებულ დონეს და გაზარდეთ იგი 0.2 ატმოსფეროთი. ეს შეამცირებს ავტომობილის ქანაობასთან წინააღმდეგობას და საწვავის ხარჯს. მოცემული მეთოდი გამოიყენეთ ფრთხილად, ვინაიდან ზედმეტად დაბერილი საბურავები იწვევენ ავტომობილის მართვის გართულებას (გაუხეშებას) და შეიძლება გამოიწვიოს სავალი ნაწილების მუშაობის ხანგრძლივობის შემცირება.
  5. 5 თვალყური ადევნეთ ტურბინას, რომელიც დამონტაჟებულია თქვენს ძრავზე, ხომ არ უმატებს ზედმეტ ცილინკრებს? ვინაიდან, აქტიური ზრდა იწვევს სასწვავის მოხმარების ზრდას. თუ ექსპლუატაციის წესები ნებას იძლევა, გამორთეთ ტურბინა. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ძრავის გამწევი ძალა მნიშვნელოვნად შემცირდება. ამოირჩიეთ, რა არის თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანი - გაწევა თუ საწვავის ეკონომია.