როგორ მოვამზადოთ ალუბლის ნამცხვარი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ალუბლის ნამცხვარი

 

გარეცხეთ ალუბალი და გამოაცალეთ კურკა. ღუმელი გააცხელეთ 200 C-მდე, ფორმას წაუსვით ცხიმი. შოკოლადი დაჭერით და გაადნეთ ორთქლზე.

 

კვერცხის ცილა და მარილი ათქვიფეთ გამაგრებამდე. კარაქი, შაქარი და შოკოლადის პუდრა ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი და კვერცხის გული. ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, თხილი და ცომის საფხვიერებელი, ათქვეფილ ცილასთან ერთად დაუმატეთ კარაქიან მასას და ფრთხილად მოურიეთ.

 

ჩაასხით ცომი ფორმაში და ზემოდან ალუბალი მოაწყვეთ. აცხეთ 50 წთ. 75 C-ზე. ფორმაში გააგრილეთ, შემდეგ გადმოიღეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა. შეგიძლიათ ნამცხვარი მსხლით ან გარგარით გააკეთოთ. მორთვისთვის 150 გრ. შაქრის პუდრა გახსენით 1 ჩ.კ. ალუბლის ნაყენში, ლიმონის წვენში ან წყალში და გადაუსვით ნამცხვარს.