როგორ გადავხუროთ მანქანის სადგომი პოლიკარბონატით - rogor.ge

როგორ გადავხუროთ მანქანის სადგომი პოლიკარბონატით

 

თუ თქვენ გსურთ იმ ადგილის გადახურვა რომელსაც იყენებთ მანქანის სადგომად, პოლიკარბონატი საჭირო მასალაა. ადრე ამისთვის ეყენებდნენ სხვა მასალას, ლითონს, ხეს და სხვა. თუმცა პოლიკარბონატის სიმარტივისა უპირატესობა ენიჭება მას. პირველი რისი გაკეთებაც დაგჭირდებათ, დახაზეთ მცირე სქემა, თქვენი "ნაგებობის" იგივე სადგომის, ეს დაგეხმარებათ დათვალოდ ხარჯები.

 

ნახაზის დასრულების და მასალის შეძენის შემდეგ, დახაზეთ ტერიტორია სადაც იქნება გადაფარებული. ამისათვის გამოთვალეთ ზუსტი ფართობი და ადგილი რათა არ მოგივიდეთ რამე შეცდომა. შერჩეულ ადგილას ნახაზის მიხედვით გააკეთეთ 1 მეტრის სიღრმის თხრილები, სადაც იქნება ჩასობილი საყრდენი მილები. საყრდენი მილები შეიძლება იყოს სხვადასხვა მასალის, მათ გირჩევთ რომ იყოს მეტალის ფორმატის. მას შემდეგ რაც ჩაასობთ საყრდენ მილს, აუცილებელია მისი დაბეტონება, რათა დაფიქსირდეს მყარად. დაელოდეთ ბოლომდე სანამ ცემენტი კარგად გაშრება. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ ზედა კარკასს მიხედოთ.ზედა საყრდენი ნაწილიც შეგიძლიათ სხვადასხვა მასალისგან გააკეთოთ, თუმცა მაგაზეც გირჩევღ სიმყარის გამო არჩევანი მეტალის პროფილზე გააკეთოთ.

 

მეორე საფეხურში აღწერილ ყველა ნიუანსს თუ მორჩით, ახლა დროა პოლიკარბონატის დაყენებაზეც გადახვიდეთ. სწორი ზომების მისაღებად აუცილებლად გაზომეთ კარკასი, მხლოდ გაზომვის შემდეგ დაჭერით პოლიკარბოანტი. ამის გაკეთება შესაძლებელია ჩვეულებრივი მჭრელი დანით (ნაჟოვკით). ტემპერატურის მომატებისას და კლებისას პოლიკარბონატი ფართოვდება და ვიწროვდება, იცვლება ზომაში ცოტათი, ამიტომ გირჩევთ, დასამაგრებელი ხვრელის ზომას უნდა იყოს ცოტა დიდი ვიდრე ხრახნის, რათა ფირფიტა არ გაგებზაროთ. ბოლოსკენ კი ფირფიტების გვერდები პერფორირებული ლენტით დააწებეთ.