როგორ გავათავისუფლოდ ადგილი მყარ დისკზე - rogor.ge

როგორ გავათავისუფლოდ ადგილი მყარ დისკზე

 

მყარის დისკის გლობალურ გაწმენდმდე, რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს თქვენ უნდა ჩამოყალიბდეთ რა ტიპის ფაილები გჭირდებათ დანამდვილებით. ყვეალფერი არასაჭირო, მაგ: მოძველებული ფაილები, პროგრამები, ადრე ნანახი ფილმები, მუსიკა რომელსაც აღარ უსმენთ, ყველაფერი ერთად გააერთიანეთ და წაშალეთ.

 

იმუშავეთ პროგრამებთან. ჩამოყალიბდით, რომელი პროგრამები გჭირდებათ და რომლების წაშლა ღირს. გირჩევთ წაშალოთ პროგრამები რომლებიც ასრულბენ მსგავს ფუნქციებს მაგალითად Photoshop და CorelDraw - ისინი ბევრ რამეში ახდენენ ერთმანეთის დუბლირებას და როგროც წესი მომხმარებელს ის დამატებითი ფუნქციონალი ამ პროგრამების რ სჭირდებათ, პროფესიონალებლისგან განსხვავებით. თუ იყენებთ ამ პროგრამას, მაგრამ შეიძლება თვეები ისე გავიდეს არ დაგჭიდეთ მისი ჩართვა, მაშინ შეინახეთ ამ პროგრამის საინსტალაციო ერთჯერად დისკზე და საჭიროების შემთხვევაში დააყენეთ და გამოყენების მერე წაშალეთ ისევ.

 

ის ფაილები, რომლებიც ძველია, არ იყენებთ, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება რამეში დაგჭიდეთ, გადაიტანეთ კომპაქტურ დისკებზე. შეიძინეთ საჭირო რაოდენობის დისკები და მაგალითად ძველი ფოტოარქივი, ბუღალტრული დოკუმენტები, ძველი საყვარელი მუსიკები და თუნდაც ფილმები რომლებიც წასაშლელად გენანებად გადაანაწილეთ დისკებზე. გირჩევთ DVD-დისკები გამოიყენოთ.

 

ინტერნეტიდან გადმოწერეთ სპეციალური პროგრამა რომელიც ეძებს "ნაგავს" მაგალითად TuneUp, CCleaner, SBMAV Disk Cleane ან სხვები. შეგიძლიათ Windows-ში ჩაშენებული უტილით ისარგებლოდ, თუმცა მისი ფუნქციონალი მცირეა სპეციალიზირებულ პროგრამებთან შედარებით. ასევე თქვენ შეგიძიათ გაასუფთავოთ რეესტრი, გაუკეთოთ კომპიუტერს დეფრაგმენტაცია, მოშალოთ Cookies- და შეასრულოთ ბევრი საჭირო ქმედება

 

მოძებნეთ და წაშალეთ დუბლიკატები. ამის გაკეთება საჭირო არ არის მექანიკურად. სპეციალიზებული უტილიტები, წინა საფეხურზე ნახსენები გააკეთებენ ამ საქმეს თქვენს ნაცვლად. პროგრამა Duplicate File Remover ავტომატურად აგვარებს ამ პრობლემას.

 

გააკეთეთ დეფრაგმენტაცია. სწორად ორგანიზებული დისკური სივრცე ბევრ თავისუფალ ადგილს ვერ მოგცემთ რა თქმა უნდა, თუმცა დალაგებული მყარი დისკი მუშაობს ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე არეული.