
მსუბუქი და გემრიელი ნამცხვარი, რომელიც მზადდება განსაკუთრებული მეთოდით დაგავიწყებთ ზედმეტ კალორიებთან შექმნილ პრობლემებს. ფორთოხლის ნამცხვარი იმით არის გამორჩეული, რომ მარტივად მზადდება და ამასთან ძალიან ეფექტურად გამოიყურება.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- 2 ფორთოხალი
- 150 გრ. დარბილებული კაქარი
- 100 გრ. დაფქვული თხილი
- 100 გრ. ნახევრად მწარე
- 100 გრ. შაქარი
- 6 ც. კვერცხი
- 150 გრ. ხაჭო
- 100 გრ შაქრის პუდრა
- 3 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი
- ცხიმი და ორცხობილა ფორმისათვის
საფეხურები
- 1 ფორთოხალი გარეცხეთ ცივ წყალში, გაამშრალეთ, დანით ფრთხილად გააცალეთ კანი და წვრილ ნაჭრებად დაჭერით. შიგთავსისაგან გამოწურეთ წვენი. დაჭერით კანი 2 ს.კ. შაქართან და 3 ს.კ. ფორთოხლის წვენთან ერთად ადუღეთ 3 წთ. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. კვერცხის გული, შაქარი (დაიტოვეთ 2 ს.კ.) და კარაქი ათქვიფეთ კრემისებრი მასის მიღებამდე.
- 2 დაუმატეთ ხაჭო, თხილი და შოკოლადი. ღუმელი გააცხელეთ 180C-მდე, ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფქვილი ორცხობილა. კვერცხის ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე. სიროფიანი ფორთოხლის კანი და ცილა კარგად შეურიეთ ხაჭოიან მასას.
- 3 მიღებული ცომი ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 30-35 წთ. ფორთოხალი გარეცხეთ დაჭერიღ თანაბარ, თხელ ნაჭრებად, გამოაცალეთ კურკები და მოათავსეთ ჯამში. დაასხით 4 ს.კ. ფორთოხლის წვენი და ფორთოხლის ლიქიორი, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და ადუღეთ 3-4 წთ. მზა ნამცხვარი დატოვეთ გამორთულ ქურაში კიდევ 10 წთ., რომ ფორმაშივე გაცივდეს, და შემდეგ გადმოიღეთ.
- 4 ფორთოხლის ნაჭრები დადეთ საწურზე. შაქრის პუდრისაგან მოამზადეთ სქელი სიროფი და წაუსვით ნამცხვარს. ჯერ კიდევ თბილ მინანქარს მოაწყვეთ ფორთოხლის ნაჭრები და ოდნავ დააწურეთ. მინანქარი რომ გამგარდება, ნამცხვერი სუფრასთან მიიტანეთ.