კომპიუტერი და ინტერნეტი

კომპიუტერული უნარჩვევები

როგორ გავთიშოთ სკაიპი Startup-დან

ავტორი: გიორგი ნემსაძე

როგორ გავთიშოთ სკაიპი კომპიუტერის ჩართვისთანავე, რომ ირთვება, ანუ იგივე სტარტაპიდან - ეს კითხვა აქტუალურია, რადგან ახალ სკაიპს გააჩნია ფუნქცია, რომელიც ავტომატურად რთავს ამ ყველასათვის საყვარელ მესინჯერს კომპიუტერის ჩართვისთანავე. პარამეტრებიდან მისი გათიშვა შეუძლებელია, ამიტომ მიჰყევით ინსტრუქციას და გაიგებთ ამ ზოგისთვის გამაღიზიანებელი ფუნქციის გათიშვის ალტერნატიულ გზას, რომელიც ადრინდელ სკაიპს გააჩნდა და ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზის გამო გააუქმეს.

 

საფეხურები

  1. 1 ვხსნით Start-ს, ვწერთ msconfig და ვაჭერთ Enter-ს.
  2. 2 ტაბებიდან გადავდივართ Startup-ში.
  3. 3
    ვეძებთ პროგრამების ჩამონათვალში Skype-ს და მოვხსნით ე.წ. "პწიჩკას".
  4. 4 ვაჭერთ OK ღილაკს და მოგვთხოვს კომპიუტერის გადატვირთვას (Restart-ს), რადგან ცვლილებები შევა რესტარტის შემდეგ.

გაფრთხილებები

  • თავი შეიკავეთ ისეთი პროგრამების გათიშვისაგან, რომელსაც არ იცით რა ფუნქცია აკისრია.