როგორ დავაყენოთ ვიდეო ბარათი - rogor.ge

როგორ დავაყენოთ ვიდეო ბარათი

 

ვიდეო ბარათის ყიდვის დროს გაიარეთ კონსულტაცია გამყიდველთან, რათა დარწმუნდეთ, რომ მოცემული მოწყობილობა სრულად შეესაბამება თქვენი კომპიუტერის დედაპლატას და მონიტორის შესაერთებელ კაბელს. მცოდნე კონსულტანტი დაგეხმარებათ თქვენი მოთხოვნების შესაბამისი მოწყობილობის შერჩევაში.

 

თანამედროვე სისტემურ ბლოკებში გამოიყენება PCI-E ("პი–ცი–აი–ექსპრესი") შესაერთებლების სტანდარტი. ახლა უკვე მისაღებია PCI-E–ს მეოთხე თაობა. ჩვენს დროში ამ სტანდარტზე მუშაობს თითქმის ყველა კომპიუტერი. უფრო სწრაფი ვიდეო ბარათები უერთდება AGP ("ეი–ჯი–პი") სლოტს.

 

დამჭერი ვინტების მოშვებით მოხსენით კომპიუტერს დედაპლატის საპირისპირო გვერდი. დადეთ სისტემური ბლოკი გვერდულად სწორ ზედაპირზე. მოძებნეთ ვიდეო ბარათის შესაერთებელი. ის, როგორც წესი, მარკირებულია როგორც PCI-E. ხშირად ვიდეო ბარათის შესაერთებელს აქვს პატარა ჩამკეტი, რომლის მოხსნაც აუცილებელია ამ მოწყობილობის დაყენებისას. ახალი გრაფიკული ბარათის დაყენებისას, რა თქმა უნდა, კომპიუტერი უნდა იყოს გამორთულ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს როგორც ვიდეო ბარათის, ასევე დედაპლატის გადაწვის მაღალი ალბათობა.

 

ვიდეო ბარათის დაყენება შესაძლებელია ნოუთბუქშიც. ამისათვის არსებობს სპეციალური "მობილური პლატები". თუმცა უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ სპეციალური გადამყვანების საშუალებით ჩართოთ პერსონალური კომპიუტერის ვიდეო ბარათიც. თუმცა, ასეთი მოდიფიკაციის მომგებიონობა და მოხერხებულობა საკმაოდ საეჭვოა.