როგორ ჩავიწეროთ მაუსის მოქმედებები - rogor.ge

როგორ ჩავიწეროთ მაუსის მოქმედებები

 

RoboMouse ერთერთი ყველაზე პოპულარული პროგრამაა, რომელიც საშუალებას იძლება ჩავიწეროთ მაუსის მოქმედებების უმრავლესობა არის RoboMouse. მისი დახმარებით მომხმარებელს შეუძლია ჩაიწეროს ყველა კლიკი, მაუსის მოძრაობა, ბევრი ელემენტის გადაადგილება. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა მოქმედებების უბრალო ჩაწერით არ შემოიფარგლება. მის შესაძლებლობებში შედის ჩაწერილი მოქმედებების გამეორება, ხოლო მათი გამეორება შეიძლება განუსაზღვრელი რაოდენობით. ამ პროგრამის დაყენების შემდეგ მომხმარებელს შეუძლია უშუალოდ ისარგებლოს პროგრამის ინტერფეისით (ღილაკებით0. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ამის გაკეთება არაკომფორტულია, ვინაიდან თვითონ პროგრამა იკეცება მარჯვენა ქვედა პანელში და საჭირო ხდება მისი მაქედან გახსნა, ეს კი ზედმეტი მოძრაობებია. არსებობს გამოსავალი მოცემული სიტუაციიდან - გამოიყენეთ ე.წ. "ცხელი ღილაკები" ინტერფეისის ნაცვლად. ჩაწერისათვის შეგიძლიათ დააჭიროთ შესაბამის ღილაკს, ან მათ კომბინაცია ALT + F9. მას შემდეგ, რაც თქვენ ჩაიწერთ ყველა საჭირო მოქმედებას, შეგიძლიათ შეაჩეროთ ჩაწერა ALT + F10.

 

Ghost Automizer გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამა Ghost Automizer, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს უჩნდება შესაძლებლობა ჩაიწეროს არა მარტო მაუსის მოძრაობები, არამედ ყველა კლავიატურაზე დაჭერა. პროგრამის ინტერფეისი სრულიად გასაგებია - არის ჩაწერის, შეწყვეტის ღილაკები, არჩევის მენიუ (საჭიროა აირჩიოთ, თუ რისი ჩაწერა გსურთ). ეს ყველაფერი დაწერილია თვითონ ღილაკებზე, ამიტომაც პროგრამის ფუნქციონირების გარკვევა შეუძლია ნებისმიერს. გარდა ამისა, პროგრამა ვრცელდება სრულიად უფასოდ და არ საჭიროებს არავითარ დაყენებას.

 

vTask Studio გამოგადგებათ პროგრამა vTask Studio-ს ფუნქციები, რომელიც ასევე გამოიყენება კლავიატურისა და მაუსის მოქმედებების ჩასაწერად. ჩაწერის დასაწყებად დააკლიკეთ ღილაკს Start Recording. ამის შემდეგ პროგრამა დაიწყებს მომხმარებლის ყველა მოქმედების ჩაწერას (კლავიატურაზე დაჭერები, მაუსის მოძრაობა). მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ამოცანების დამგეგმავი, რათა ნახოს დამახსოვრებული მოქმედებები. არსებობს ჩაწერილი მონაცემების ჩვენების სისწრაფის კონტროლის საშუალებაც.

 

ზევით ჩამოთვლილი ყველა პროგრამის გამოყენება მაშინ არის მოსახერხებელი, როცა აუცილებელია ამა თუ იმ პროცესის ავტომატიზირება. მაგალითად, ფოსტის რეგულარულად შემოწმება, ბროუზერში გარკვეული საიტების გახსნა და ოპერაციული სისტემის გამართვაც კი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ყოველთვის გიწევთ ერთი და იმავე დრაივერებისა და პროგრამების დაყენება.