როგორ ვივარჯიშოთ სწორად წონაში დასაკლებად - rogor.ge

როგორ ვივარჯიშოთ სწორად წონაში დასაკლებად

მხოლოდ სისტემატური ვარჯიშები დაგეხმარებათ გახდომაში, ამასთან სავარჯიშო პროგრამა უნდა იყოს ინდივიდუალური, ამიტომაც უმჯობესი იქნება საწყის ეტაპზე მიმართოთ ინსტრუქტორის დახმარებისათვის. პრინციპში, თუ თქვენ არ გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სპეციფიური პრობლემები, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტში გავრცელებული უამრავი სასწავლო ვიდეოკურსი. ამასთან, თვითონვე უნდა განსაზღვროთ რომელი კურსი შეესაბამება თქვენს ფიზიკურ მომზადების დონეს და ეტაპობრივად გადახვიდეთ შემდეგი საფეხურის ვარჯიშებზე. გახსოვდეთ, რომ მკაცრად უნდა დაიცვათ ინსტრუქცია - არ გამოტოვოთ არცერთი დღე, არცერთი სავარჯიშო, მიჰყვეთ იმ პროგრამას, რომელიც შეარჩიეთ.

აუცილებლად მორიგეობით აკეთეთ ძალისმიერი და კარდიო-დატვირთვები. არცერთ მათგანს არ ძალუძს თქვენი წონის კორექცია, მხოლოდ მათი კომპლექსი გახდის თქვენ ფიგურას მოხდენილს. კარდიო-დატვირთვები არა მარტო გაამაგრებს თქვენს გულისა და სასუნთქ სისტემას, არამედ გადაიყვანს ორგანიზმს ცხიმის დაწვის რეჟიმში, რა თქმა უნდა, თუ ივარჯიშებთ არანაკლებ 20 წუთისა მიყოლებით. ძალისმიერი დატვირთვები გადეხმარებათ იმ კუნთების განვითარებაში, რომლებიც თავისი არსებობით მოიაზრებენ ცხიმის დაწვას. გარდა ამისა, კუნთების განვითარება იმოქმედებს არა მარტო წონაზე, არამედ გახდიან თქვენს სხეულს უფრო ლამაზს.

როგორც არ უნდა ივარჯიშოთ, სწორი კვების გარეშე გახდომას ვერ მოახერხებთ. ამიტომაც არ აქვს ვარჯიშის დაწყებას აზრი, თუ არ აპირებთ მეტად ან ნაკლებად ჯანსაღ კვებაზე გადასვლას. უარი თქვით ცხოველურ ცხიმებზე, ტკბილეულზე, ფქვილეულზე. იმისათვის, რომ კუნთების ზრდა მოხდეს უფრო სწრაფად, მიიღეთ მეტი ცილა. იკვებეთ დღესი 4-5 ჯერ, მცირე პორციებით. დაუწესეთ თქვენ თავს წესი, რომ არ მიირთმევთ ვარჯიშამდე 1.5 საათის ადრე და არასდროს შეჭამთ საჭმელს ვარჯიშის დასრულებიდან უახლოესი 1 საათის განმავლობაში.

არ მიატოვოთ ვარჯიში პირველივე წარმატების მიღწევის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში წონაში კვლავ მოიმატებთ. როცა მიაღწევთ იმ ოპტიმალურ ეტაპს, რომლის შენარჩუნებასაც ისურვებდით, მაშინ შემდეგი 6 თვის განმავლობაში მაინც მოგიწევთ შემცირებული ინტენსივობით ვარჯიში, რათა შეინარჩუნოთ არსებული მდგომარეობა. ამ პერიოდის გავლის შემდეგ თქვენთვის სასურველი ფორმის შენარჩუნება ბევრად მარტივი გახდება, მაგრამ ვარჯიშისთვის სრულად თავის დანებება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. სპორტი და ჯანსაღი კვება უნდა იყოს არა წონის დაკლების მეთოდი, არამედ თქვენი ცხოვრების წესი.