როგორ შევცვალოთ ქულერი კომპიუტერის კვების ბლოკში - rogor.ge

როგორ შევცვალოთ ქულერი კომპიუტერის კვების ბლოკში

 

მოხსენით გვერდითა ხუფი სისტემურ ბლოკს, მანამდე დარწმუნდით, რომ ყველა ხრახნი მოხსნილი გაქვთ. ყველა კაბელი გამოაერთეთ კვების ბლოკს რითიც ის დედა პლატას ამარაგებს ენერგიით. მოსენით 4 ხრახნი რომელიც იმაგრებს უშუალოდ კვების ბლოკს და გამოიღეთ ის ქეისიდან.

 

მოხსენით კიდევ 4 ხრხანი რომელიც იჭერს უშუალოდ კვების ბლოკის ხუფს. მოხსნის შემდეგ თქვენ დაინახავთ კვების ბლოკის პლატას, როგორც ეს ფოტოაზეა ნაჩვენები. თუ ქულერი უბრალოდ გატენილია მტვრით, მაშინ გაიტანეთ ოთახიდნ გარეთ და კარგად გაწმინდეთ ფუნჯით ან ჩოთქით, ხოლო კარგად გაწმენდის შემდეგ შეგიძლიათ ის დაზეთოთ მანქანის ზეთით. რა თქმა უნდა ქულერი თუ არ მუშაობს ის უნდა შეცვალოთ.

 

კვების ბლოკში აყენებენ რამდენიმე ზომის ქულერს. არა ძვირადღირებულ კვების ბლოკებში, როგორც წესი აყენია ქულერები 80 ან 90 მმ დიამეტრის. ხოლო უფრო მაღალი კლასის ქულერებში აყენია 120-140მმ. პირველ შემხვევაში ვენტილატორი დაფიქსირებულია უკანა კედელზე, ხოლო მეორე შემთხვევაში ქვედა ხუფზე. ასე რომ სანამ შეიძენთ ახალ ქულერს, შეარჩიეთ რომელი ზომა მიდის თქვენს კვების ბლოკზე.

 

მოხსენით 4 ხრახნი რომელსაც უჭირავს ქულერი. გამოაერთეთ ის კვების ბლოკს პლატიდან ფრთხილად.აქ გაქვთ 2 ვარიანტი: იაფასიან კვების ბლოკებში კაბელებს უფრალოდ აპაიანებენ პლატაზე, ხოლო ხარისხიან კვების ბლოკებში ქულერი უერთდება პლატას კონექტორით.მოხსენით/ჩახსენით კაბელები და მოაშორეთ ძველი ქულერი. დააყენეთ და შეაერთეთ ახალი.ააწყვეთ ისევე კვების ბლოკი და დააყენეთ ძველ ადგილას. ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება, ქულერი რომელიც არის უკანა კედელზე უნდა მუშაობდეს ჰაერის გარეთ გამოტანაზე, ხოლო დიდი ვენტილატორი, რომელიც ქვედა ხიფზეა პირიქით, იწოვს ჰაერს კვების ბლოკში.