როგორ მოვიქცეთ, რომ ყურსასმენები არ დაიხლართოს - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ, რომ ყურსასმენები არ დაიხლართოს

 

პირველ რიგში სანამ დაიწყებდეთ ინსტრუქციის შესრულებას, აიღეთ ყურსასმენი და შეამოწმეთ, მუშაობს თუ არა კარგად, უკვე დაზიანებული ხომ არ აქვს კონტაქტი. გირჩევნიათ ახლავე დახარჯოთ რამდენიმე წუთი შემოწმებისთვის ვიდრე 20-30 წუთის შემდეგ როცა მორჩებით ინსტრუქციას ბოლო საფეხურს აღმოაჩინოთ რომ დაზინაებული ყურასასმენის გამო იწვალეთ და დახარჯეთ დრო. ყოველი შემთხვევისთვის მაინც გირჩევთ ახალ ყურსასმენებზე გააკეთოთ ყვეალფერი რაც ამ ინსტრუქციაში არის აღწერილი

 

აიღეთ სახაზავი და გაზომეთ, გაითვალისწინეთ რომ ზოამში უდნა შეიდოდეს მთელი სიგრძე ყველა დეტალით. ეს მოგცეთ საშუალებას სწორად გაანაწილოთ დანაყოფები და ზომა.

 

აირჩიეთ თქვენთვის სასრუველი ძაფის ფერები, მოიმარჯვეთ მაკრატელი, თანაბრად გაჭერით ისინი მაკრატლით. ყოველი შემთხვევისთის გაითვალისწინეთ, აღნიშნულზე ცოტა მეტი მოჭერით ძაფი, საჭიროების შემთხვევაში გამოგადგებათ, ხოლო თუ ზედმტია მარტივად შეძლებთ მის ხელახლა მოჭრას.

 

ორგამად გაკვაძეთ დახვეული ძაფი ზუსტად ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩენები, ყურსასმენის იმ ადგილს, სადაც ის უერთდება მოსასმენ მოწყობილობებს, მობილურს, იპოდს და ა.შ. გახსოვდეთმ, საჭიროა ფერების მონაკვეთის თანაბრად დაყოფა.

 

დააკვირდით ფოტოებს და გაიმეორეთ ყველაფერი ზუსტად ისე როგორც არის ნაჩენებია.

 

თუ ამ საფეხურამდე ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულეთ, როგორც სურათებზეა ნაჩვენები გილოცავთ, თქვენ ბოლოში გახვედით, ახლა საჭიროა ბოლო კვანძი გააკეთოთ და დააფიქსიროთ ძაფები. თუ ზედმეტი ძაფი დაგრჩათ არ არის პრობლემა, შეგიძლაით მყარად გადანასკვის შემდეგ თავისუფლად მოაჭრათ მაკრატლით.

 

თუ თქვენ გაგიჭირდათ ამ ინსტრუქციის შესრულება ფოტოების საშუალებით იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია