როგორ დავუკავშიროთ ჩართვის ღილაკი დედაპლატას - rogor.ge

როგორ დავუკავშიროთ ჩართვის ღილაკი დედაპლატას

 

შლეიფის შესაერთებლის პლატასთან კადავშირების დროს აუცილებლებია გაარკვიოთ რომელიც კაბელი რა ოპერაციას ასრულებს. როგორც წესი, შლეიფი შედგება 4 ან 5 დაწყვილებული დახვეული კაბელისგან. მათ აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: HDD LED – მყარი დისკის აქტივობის ინდიკატორი, სიგნალს გადასცემს ცნობის წითელ ნათურას; POWER SWITCH – კომპიუტერის კვების ჩართვისა და გამორთვის ღილაკი; POWER LED – ჩართული კომპიუტერის ინდიკატორი; RESET SWITCH – კომპიუტერის გადატვირთვის ღილაკი; SPEAKER – სისტემური დინამიკი, ემსახურება კომპიუტერის გადატვირთვის დროს შემქნილი პრობლემების შეტყობინებას.

 

საჭიროა აღინიშნოს, რომ თითოეულ სისტემურ ბლოკში ეს წარწერები შეიძლება შეიკვეცოს. მაგალითად, POWER SWITCH ხშირად გამოისახება POWER SW-ს სახით. იქამდე სანამ შეუდგებით ინდიკატორების და ღილაკების კაბელების შეერთებას, აუცილებელია თქვენი კომპიუტერის დედაპლატის ინსტრუქციის შესწავლა. მასში გაწერილია შლეიფთან დაკავშირებული ყველა მოქმედება. ამასთან, ბევრ დედაპლატაზე მწარმოებელი უთითებს შესაერთებლების სახელებს.

 

შეერთების დროს ყურადღება მიაქციეთ შესაერთებლების მარკირებას, მათზე მითითებულია მხარეები, რომლებზეც მიდის +. თუ შეერთების შემდეგ ნათურები არ აინთება, საჭიროა მხოლოდ მათი 180 გრადუსით შემოტრიალება. ყველა შესაერთებლის დედაპლატასთან დაკავშირების შემდეგ ჩართეთ კომპიუტერი. თუ რომელიმე ინდიკატორი არ ნათურა არ მუშაობს, გამორთეთ იგი კვებიდან და შეამოწმეთ შეერთების სისწორე.