როგორ მოვამზადოთ პიცა - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ პიცა

 

ფქვილი ჩაყარეთ ჯამში. საფუარი გახსენით რძეში. დაუმატეთ 1 ჩ.კ. მარილი და დაჭრილი მარგანინი. ფქვილისა და საფუვრიანი მასისაგან მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დაამრგვალეთ და ასაფუებლად დადეთ თბილ ადგილას 1 სთ.

 

გაასუფთავეთ სოკო და თხლად დაჭერით. ძეხვი დაჭერით ოთხკუთხედებად. გაფცქვენით ხახვი და დაჭერით რგოლებად. სოკო და ხახვი მოშუშეთ კარაქში. დაუმატეთ მარილი და პილპილი. პამიდორი გარეცხეთ და მრგლად დაჭერით. წიწაგა დაჭერით გრძლად.

 

გააცხელეთ ღუმელი 240 C-მდე, საცხობ ფირფიტას წაუსვით ცხიმი. ცომი გადაზილეთ, ფირფიტაზე გააბრტყელეთ და კიდეებთან ცოტა აამაღლეთ. წაუსვით კეტჩუპი, შემდეგ მოაწყვეთ ძეხვი და მოაყარეთ თავშავა. ზემოდან გაანაწილეთ ხახვიანი სოკო, პამიდორი და წიწაკა. აცხვეთ 10 წთ. დაიყვანეთ ტემპერატურა 200 C-მდე და აცხვეთ კიდევ 20 წთ. მოაყარეთ