როგორ შევარჩიოთ მოსაპირკეთებელი ფილები - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ მოსაპირკეთებელი ფილები

 

კერამიკულ მოჭიქულ ფილებს ამზადებენ თიხისაგან ნახევრადმშრალი დაპრესვის მეშვეობით და შემდგომი გამოწვით. ფილები არის თეთრი, ფერადი და ნახატით. ის შეიძლება იყოს კვადრატული და მართკუთხა ფორმის 50...500 მმ ზომებით და 10 მმ-მდე სისქით. ფილები არაა გათვალისწინებული იმ ზედაპირზე გამოსაყენებლად, რომლებიც ექვემდებარებიან მექანიკური ზემოქმედების, მაღალ ტერმპერატურისა და ყინვის, მჟავებისა და ტუტეების ზემოქმედებას.

 

კერამიკული ფასადის ფილები გათვალისწინებულია ძირითადად ქვის შენობების მოსაპირკეთებლად. ფილები არის მოჭიქული და არამოჭიქული. გლუვი და რელიეფურიო ზედაპირით. ფილებს ამზადებენ თიხისაგან, დანამატებით ან მათ გარეშე, უშვებენ 75...500 მმ ზომის ფილებს 7-9 მმ სისქით.

 

მინის მოსაპირკეთებელ ფილებს იღებენ სპეციალური შემადგენლობის მინის უწყვეტი გლინვის მეთოდით. ფერთა გამა ფართო დიაპაზონისაა, ზედაპირი მქრქალია ან გაპრიალებულია. ფილების ფორმა კვადრატულია, უკუმხარეს გააჩნია დაღარული ზედაპირი. ფილები განკუთვნილია საშხაპე და სანიტარული კვანძების მოსაპირკეთებლად. ისინი გამოიშვება კვადრატული ან მართკუთხა ფორმის, რომლის სიგანე 50...150 მმ-ია, 4..6 მმ სისქის.

 

პოლისტიროლის ფილებს ამზადებენ პოლისტიროლისაგან, რომელსაც ამატებენ მინერალურ შემვსებლებსა და პიგმენტებს. ფილები არის კვადრატული 100X100 და 150X150 მმ ზომის, მართკუთხა 300X100 მმ, ფრიზის _ 100X20 მმ, 1.35 მმ სისქით. ამ ფილების ნაკლოვანებაა დაბალი თბომედეგობა.

 

წიდა-სიტალის ფილებს იღებენ მეტალურგიული ბრძმედის წიდებისაგან. მინის მართული კრისტალიზაციით. ფილები გამოიყენება აგრესიული გარემოს პირობებში არსებული კედლების მოპირკეთებისათვის. მისი ზომა 150-დან 600 მმ-მდეა, 4..12 მმ სისქითი.

 

ფილები `მარბლიტი' - გაუმჭვირვალე შავი მინისაგან, რომელიც შეიცავს კრისტალურ ჩანართებს, რომლებიც არეკვლისას იძლევიან სანაკეთო ქვის ეფექტს. ფილებს იყენებენ გარე და შიდა მოპირკეთებისათვის. ფილების მაქსიმალური ზომა 500X500 მმ-ია სისქე 5-დან 12 მმ-მდე.

 

მინა-მარმარილოს ფილები გათვალისწინებულია შენობის შიგნით კედლების დამცავ-დეკორატიული მოპირკეთებისათვის. კვადრატული და მართკუთხა ფორმის ბრტყელი ფილების ზომები იცვლება 140- დან - 500 მმ-მდეა, სისქე 5-12 მმ.

 

სიგრანის (სინთეზური გრანიტის) ფილები მიიღება ბრძმედული წიდებისა და სხვა მასალების შენადნობისგან მართული კრისტალიზაციით. მათ აქვთ დეკორატიული, გრანიტის ანალოგიური ტექსტურა. ფილის ზომაა 300X300მმ, სისქე 20მმ-მდე.

 

ფერადი სმალტა მზადდება გალღობილი მინამასის ფორმაში დაპრესვით. სმალტა გამოირჩევა მქრქალი ზედაპირით. ფილების ზომები მერყეობს 85- 150მმ ფარგლებში, სისქე 5-20მმ.