ხელოვნება და ჰობი

ხელსაქმე

როგორ გავაკეთოთ მოდური ბრასლეტი პლასტმასის ბოთლისა და ნაჭრისაგან

როგორ გავაკეთოთ მოდური ბრასლეტი პლასტმასის ბოთლისა და ნაჭრისაგან

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

თუ თქვენ გაქვთ მცირე დრო და სურვილი შეგიძლიათ საკუთარი ხელით გააკეთოთ ბრასლეტი ნაჭრისა დაპლასტმასის ბოთლისგან.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ნაჭერი (ტექსტილი)
  • დეკორატიული თასმა
  • სუფთა პლასტმასის ბოთლი
  • წებო
  • ძაფები, ნემსები, დანა
  • ბასრი დანა

საფეხურები

  1. 1
    ნაჭრის ბრასლეტი გამოიყურება ეფექტურად, განსაკუთრებით უხდება ახალგაზრდულ სტილს.
    თავდაპირველად მოიმარაგეთ ყველა ნივთი და ინსტრუმენტი, რომელიც დაგჭრდებათ სამკაულის გასაკეთებლად. გამოგადგებათ სუფთა ბოთლი. დიამეტრი ამოირჩიეთ თქვენი მაჯის სისქის. აქვე გაითალისწინეთ რომ ნაჭრის დამატებისას, შიდა დიამეტრი შემცირდება. ასევე გამოგადგებათ ბასრი დანა, წებოს პისტოლეტი, ნემსებიდა ძაფები. გასაფორმებელი ნაჭერი, ძაფი, თასმები. გადახედეთ ფოტოს.
  2. 2
    პლასტმასის ბოთლებზე აირჩიეთ ნაწილი, რომელიც გამოგადგებათ ბრასლეტის საფუძველზე. ყველაზე მოხერხებული ზონა არის ისეთი, რომელიც არის თანაბარი რელიეფი. გაჭერით ბოთლი ბასრი დანით. მოიზომეთ ხელზე, თქვენ მარტივად უნდა შეგეძოთ მისი გაკეთება და მოხსნა. არ უნდა გიქმნიდეთ პრობლემას.
  3. 3
    ეხლა გადადით დეკორირებასა და გაფორმებაზე. დაახვიეთ ნაჭრები პლასტმასზე, შეეცადეთ მჭიდროდ იყოს ყველაფერი. გააფორმეთ რამდენიმე შრეზე. დაამაეთეტ ლენტები და სხვადასხვა გასაფორმებელი ნივთები, ბისერები და ა.შ. დაამაგრეთ ძაფით და დააფიქსირეთ. დააკვირდით ფოტოებს და შეეცადეთ დაამსგავსოთ მას. ფოტოებზე გამოსახულია 4 ცალი ვარიანტი, აირჩიეთ და დაიწყეთ კეთება.