როგორ ავიცილოთ თავიდან სკლეროზი - rogor.ge

როგორ ავიცილოთ თავიდან სკლეროზი

 

ისწავლეთ ლექსები და ამოხსენით კროსვორდები ერთერთი ყველაზე მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდი არის მახსოვრობის ვარჯიშების გაკეთება. თუ თქვენ გყავთ სასკოლო ასაკის შვილები ან შვილიშვილები, ისწავლეთ ლექსები მათთან ერთად. თუ არ გყავთ ბავშვები, მაშინ შეიძინეთ პოეზიის კრებული და ყოველ ღამით დაიმახსოვრეთ რამდენიმე სტროფი. გარდა ამისა, მახსოვრობას შესანიშნავად ავარჯიშებს კროსვორდების, რებუსების ამოხსნა და ასევე ჭადრაკის თამაში.

 

გაიხსენეთ ყოველი დღე ყოველ ღამით შეეცადეთ გაიხსენოთ, როგორ გაატარეთ დღე. სასურველია რაც შეიძლება დეტალურად, რა ნახეთ, ვის შეხვდით, რაზე ისაუბრეთ. მოკლე ხანში თქვენ შეამჩნევთ, რომ მახსოვრობა თანდათან მეტი დეტალის გახსენების საშუალებას მოგცემთ. შეგიძლიათ შეადგინოთ ერთი დღის განმავლობაში გასაკეთებელი საქმეების გეგმა და დამალოთ იგი. საღამოს წაიკითხეთ ეს სია და გადაამოწმეთ, ყველაზე შეასრულეთ თუ არა.

 

მიაქციეთ ყურადღება დეტალებს იმისათვის, რომ მახსოვრობას არ გიღალატოთ, შეეცადეთ მუდამ ავარჯიშოთ იგი, მიაწოდეთ მას ვასარჯიშო მასალა. მაგალითად, დააფიქსირეთ დეტალები, როცა მიდიხართ ქუჩაში ან თუნდაც უბრალოდ ელოდებით ავტობუსს გაჩერებაზე. შეეცადეთ დაიმახსოვროთ გამვლელების სახეები, მათი ჩაცმულობა. სახლების რიგების გავლისას დაიმახსოვრეთ როგორ გამოიყურებიან ისინი, ხოლო შემდეგ შეეცადეთ აღიდგინოთ გონებაში, თუ როგორი თანმიმდევრობით შეგხვდათ ეს სახლები.

 

არ შეჩერდეთ მიღწეულზე მახსოვრობის მკვეთრი გაუარესება ვლინდება იმ ადამიანებში, რომლებიც ცოტა ხნით ადრე გავიდნენ პენსიაზე. სინამდვილეში ყველაზე ძალიან მარტივია, ეს ადამიანები წყვეტენ საკუთარი ტვინის დატვირთვას, შესაბამისად იგი დუნდება და მახსოვრობაც უუარესდებათ. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა რაიმე საქმით დაკავება, ყვავილების მოყვანა, ხატვა, კერვა, ლექსების წერა და სხვა.

 

სწორად იკვებეთ ტვინის ნორმალური ფუნქციონირების ერთერთი ფაქტორი სწორი კვებაა. ორგანიზმმა საკმარისი ოდენობით უნდა მიიღოს საკვები ნივთიერებები. მენიუში აუცილებლად უნდა შედიოდეს ბოსტნეული, ხილი, რძე, შვრია, წიწიბურა და ნიგოზი.